სიახლეები

რუსთაველზე, გარემოვაჭრეს დახლი „ქალაქის სიყვარულის“ მიზეზით დააშლევინეს

გირჩის წევრები, ლევან ჯგერენაია და მირიან ბეჟიტაშვილი, ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე შეესწრნენ ფაქტს, როცა მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლები გარემოვაჭრეს დახლს აშლევინებდნენ.

ლევან ჯგერენაიას შეკითხვაზე, რატომ უნდა დაეშალა ამ ადამიანს დახლი, ისნპექციის წევრებმა განაცხადეს, რომ ეს კანონდარღვევაა და კანონით განსაზღვრული ადგილების გარდა გარევაჭრობა არ შეიძლება.

„ეს ფაქტი იმ დროს შევამჩნიეთ, როცა ეს ადამიანი დახლის აშლას იწყებდა. ვნახეთ, რომ მართლა ალაგებდა. ჩვენ რომ ჩავეძიეთ და ვიკითხეთ მიზეზი რატომ აშლევინებდნენ, ქალაქს ამახინჯებსო, ქალაქი არ გიყვარსო?.. ეს პასუხი მივიღეთ..

ადამიანებს საკუთარი შრომით ფულის გამომუშავებას უკრძალავენ და მათხოვრობისკენ უბიძგებენ. მაგარი სამსახური აქვთ. ასე ექცევიან ადამიანებს, რომლებისთვისაც წართმეული ფულით ინარჩუნებენ ძალაუფლებას და აჭმევენ ოჯახს. გამარჯობა არ უნდა უთხრან ადამიანმა“ - აცხადებს ჯგერენაია.

კომენტარები