სიახლეები

656 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: ხაზარაძე პოლიტიკაში თეთრ ცხენზე ამხედრებული მხსნელის როლში მოგვევლინება

მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში გამოჩენა მნიშვნელოვანი ამბავია - ამის შესახებ გირჩის ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ ყოველდღიურ გადაცემაში "გირჩის აზრით" განაცხდა.

მისი აზრით, TBC ბანკის დამფუძნებელი პოლიტიკურ გააქტიურებაზე მას შემდეგ დაფიქრდა, რაც ბანკის პრობლემები 10-11 წლის შემდეგ "ამოუქექეს".

ბევრი ეცდება მასთან აპელირებას, ბიზნესმენები, პოლიტიკოსები.. ერთგვარი ფილტრი იქნება, ვისაც აარჩევს, მაგით დავინახავთ როგორი ფილტრი აქვს დაყენებული და დაახლოებით იმასაც გავიგებთ, პოლიტიკური თვალსაზრისით რა შეიძლება აინტერესებდეს

ჯაფარიძის განცხადებითვე, მამუკა ხაზარაძე, საწყის ეტაპზე პოლიტიკაში პოზიციონირებას როგორც თეთრ ცხენზე ამხედრებული მხსნელი, ისე ეცდება. მისივე აზრით, ხაზარაძე, სავარაუდოდ, ჯერ ზოგადი თემებით შემოიფარგლება და კონკრეტული დაპირებებით უკვე წინასაარჩევნო პერიოდში გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძემ პოლიტიკაში წასვლის შესახებ განცხადება, გუშინ, სოციალურ ქსელში გაავრცელა.

Comments