სიახლეები

62 Views
ეკონომიკა

საერთაშორისო სავაჭრო პალატა მოუწოდებს მთავრობას, ხალხის მოთხოვნებს პასუხი გასცეს

საერთაშორისო სავაჭრო პალატა თბილისში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება და განცხადებას ავრცელებს. ICC Georgia გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ თვითნებურ გადაწყვეტილებას, სანქციები დააკისროს საქართველოს, საქართველოსთან ფრენების გაუქმებისა და ქართული ღვინის კომპანიების ღვინის იმპორტის შეჩერებით რუსეთში. სავაჭრო პალატა აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციების გაგრძელება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ბიზნესსა და ეკონომიკას და დააზარალებს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს.

ICC Georgia მიიჩნევს, რომ მშვიდობიანი აქციები ეს არის ჯანსაღი დემოკრატიის გამოხატულება, თუმცა, ამის მიუხედავად, მივიჩნევთ, რომ პროტესტების გაგრძელება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ბიზნესებს და ეკონომიკას და დააზარალებს პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარეს. ICC Georgia მოვუწოდებთ მთავრობას, პოლიტიკურ პარტიებს და სამოქალაქო საზოგადოებას რომ დაიწყონ კონსტრუქციული დიალოგი, რათა ქართველი ხალხის მოთხოვნებს გაეცეთ პასუხი. ქუჩებში აქციების გაგრძელებამ შეიძლება რუსეთის სანქციებზე უფრო მძიმე შედეგებამდე მიიყვანოს ჩვენი ეკონომიკა

ნათქვამია განცხადებაში. 

Comments