სიახლეები

144 Views
პოლიტიკა

წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომა 12:00 საათზე დაიწყება

დღეს საპატრიარქოში წმინდა სინოდის  რიგგარეშე სხდომა გაიმართება. რა საკითხები განიხილება სხდომაზე, საპატრიარქოს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია. თუმცა, რიგგარეშე სხდომა მას შემდეგ დაინიშნა, რაც ბოდბის ეპისკოპოსმა იაკობმა საჯაროდ ისაუბრა ხელისუფლების მხრიდან პატრიარქის გადაყენების გეგმაზე. ამის შემდეგ კი ქორეპისკოპოსის თანამდებობა დატოვა. 

სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, დაიწყება თუ არა მეუფე იაკობის საკითხის განხილვა. ეს წელს გამართული სინოდის პირველი სხდომაა და საპატრიარქო მაქსიმალურად აჭიანურებდა მისი დანიშვნის საკითხს, თუმცა ეპისკოპოსების ბოლოდროინდელმა განცხადებებმა, როგორც ჩანს, დააჩქარა ეს პროცესი.

წმინდა სინოდის სხდომა, 12:00 საათზე დაიწყება.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

Comments