ყოველი შემოწირულობის გაკეთების დროს, სისტემა შესაბამის ლარებს გადააკონვერტირებს იმ დღით არსებული კურსით დოლარში და მიღებულ რიცხვი თქვენ დაგერიცხებათ როგორც GeD-ს.
ეს არააუცილებელი ველია, თუმცა, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, რომ წინასწარ შექმნილი სიიდან აირჩიოთ სად წავიდეს თქვენს მიერ შემოწირული თანხა (“თარგმანების პროექტისთვის”, “სკოლისთვის”, “ლეგალიზაციის კამპანიისთვის” და ა.შ.)
პირველ ჯერზე, თქვენ შეგყავთ თქვენი საბანკო ბარათის მონაცემები, ხოლო შემდეგ, შევსებული ფორმის მიხედვით, სისტემა ავტომატურად აკეთებს ტრანზაქციებს შესაბამისი თანხის და პერიოდულობის გათვალისწინებით. მაგალითად ყოველ თვე 50 ლარი.