სიახლეები

როგორ შეამცირეს ილონ მასკმა და სხვა ენტერპრენერებმა კოსმოსში გაფრენის ხარჯები

SpaceX-ის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა კოსმოსური ხომალდების გაშვების ხარჯების შემცირებაა, რაც აქამდე კოსმოსში კვლევით აქტივობებს ზღუდავდა.

2 მარტს SpaceX-ს დაგეგმილი აქვს პირველი სატესტო ხომალდის გაშვება, რომელიც შექმნილია ადამიანების გასაყვანად დედამიწის მცირე ორბიტაზე, სადაც საერთაშორისო კოსმოსური სადგური მდებარეობს. თუ პირველი ტესტი წარმატებული აღმოჩნდა, წლის ბოლოსთვის SpaceX გეგმავს ასტრონავტების გაშვებას ამერიკის ტერიტორიიდან, პირველად, 2011 წლის შემდეგ.


მიუხედავად ამ კერძო კომპანიის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპებისა, SpaceX-ის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა მაინც კოსმოსური ხომალდების გაშვების ხარჯების შემცირებაა, რაც კოსმოსში კვლევით აქტივობებს ზღუდავდა. SpaceX-ის მიერ ხომალდის ძრავასა თუ საწვავში შეტანილი მრავალი ცვლილების გარდა, მთავარი გარღვევა რაკეტებისა და ხომალდის გამშვები მანქანების აღდგენისა და ხელმეორედ გამოყენების დაწყების შედეგად მოხდა.


1970 -2000 წლებში კოსმოსში 1 კილოგრამის გაშვების ფასი საშუალოდ $18,500 იყო. როდესაც კოსმოსური შატლი ოპერირებდა, მას შეეძლო 27,500 კილოგრამის გადატანა 1.5 მილიარდ დოლარად ან 54,500 დოლარად ერთ კილოგრამზე. ხოლო SpaceX-ის რაკეტა Falcon 9-ს, რომელმაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე შეეძლო გამგზავრება, 1 კილოგრამის გადატანა მხოლოდ $2,720 უჯდება.


მე გახლავართ კოსმოსური სტრატეგიის ანალიტიკოსი. ჩემთვის ცხადი იყო, რომ კოსმოსზე წვდომის მთავარ ბარიერს მისი მაღალი ფასი წარმოადგენდა. 1950 წლის შემდეგ კოსმოსური პროგრამების სიძვირე, ტრადიციულად, მიუწვდომელს ხდიდა მას ქვეყნების უმრავლესობისვის. თუმცა, დღესდღეობით კოსმოსურ პროგრამებზე წვდომა არა მარტო სახელმწიფოს, არამედ კერძო პირებსაც აქვთ. SpaceX არ წარმოადგენს ერთადერთ კერძო კომპანიას, კოსმოსში რაკეტების გაშვების სფეროში, რადგან Orbital ATK, რომელიც ახლახან შეისყიდა Northop Grummen-მა, United Launch Alliance და Jeff Bezos Blue Origin ასევე გვევლინებიან მნიშვნელოვან მოთამაშეებად კოსმოსურ ინდუსტრიაში.
 

SpaceX-ის მიღწევები

ილონ მასკი Falcon heavy  წარმატებული გაშვების შემდეგ

NASA-ს მიერ იმედგაცრუებულმა ილონ მასკმა 2002 წელს მეცნიერული ფანტასტიკის მწერლების ზეგავლენით დააარსა SpaceX. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, 2008 წელს მან გაუშვა პირველი კერძო რაკეტა, თხევად-საწვავიანი Falcon 1. შემდეგ წელს პირველად გაფრინდა Falcon 9, ხოლო 2012 წელს კაფსულა “Dragon” გახდა პირველი კერძო კოსმოსური ხომალდი, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაფრინდა. ამის შემდეგ SpaceX-მა კონცენტრაცია დაიწყო Falcon 9-ის ძირითადი ნაწილების შენარჩუნებაზე, მათ ხელმეორედ გამოყენებაზე და ხარჯების შემცირებაზე. ამაში შედის Falcon 9-ის პირველი ეტაპის ბუსტერი — როდესაც ის დახარჯავს საწვავს, ბრუნდება ატმოსფეროში, აღწევს 5200 მილი/საათში სიჩქარეს და თავიდან რთავს ძრავებს, რათა დაჯდეს საზღვაო უპილოტო ხომალდზე.

მხოლოდ 2018 წელს SpaceX-მა განახორციელა 21 წარმატებული გაშვება. ახალი Falcon Heavy რაკეტა — უფრო გაუმჯობესებული ვერსია Falcon 9-ისა, თებერვალში გაუშვა. ამ რაკეტას შეუძლია 63,800 კილოგრამის გადატანა, რაც უდრის 27 აზიური სპილოს გატანას დედამიწის მცირე ორბიტაზე და 16,800 კილოგრამს მარსზე მხოლოდ $90 მილიონად. საცდელ ტვირთად გაუშვეს მასკის საკუთარი ავტომობილი, წითელი Tesla Roadster და მძღოლის სკამზე მანეკენი სახელად “სტარმენი” მოათავსეს.


გარდა ეკიპაჟიანი Dragon-ის საცდელი გაშვებისა, ამ წელს SpaceX აგრძელებს მისი ძირითადი რაკეტის, Starship-ის განვითარებას, რომელიც მზის სისტემაში სამოგზაუროდ იქმნება და 2020 წლისთვის შეეძლება 100-მდე მგზავრის გადაყვანა. მასკმა ასევე შემოგვთავაზა Starship-ისთვის მთვარეზე ბაზის შექმნის იდეა.

გავლენა კოსმოსის ათვისებაზე


Spacex-ის ტექნიკურმა განვითარებამ და ხარჯების შემცირებამ, შეცვალა ა.შ.შ-ის კოსმოსური სტრატეგიის მიმარუთლება. 2010 წელს ობამას ადმინისტრაციამ უარი თქვა NASA-ს “კონსტელაციის” პროგრამაზე, რომლის მიზანიც იყო განევითარებინა რაკეტა, რომელიც დედამიწის მცირე ორბიტას მისწვდებოდა და შორ მანძილზე კოსმოსურ ფრენებს განახორციელებდა. რადგან NASA დროში ჩამორჩა გეგმას ტექნიკური სირთულეებისა და ბიუჯეტის შემცირების გამო, ობამას ადმინისტრაცია დადგა არჩევანის წინაშე — ან NASA-სთვის ფონდი უნდა გაეზარდა ან მიმართულება შეეცვალა.

 

2010 წელს, პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოინახულა “კენედის კოსმოსური ცენტრი” და შეხვდა ილონ მასკს, რათა საკუთრი თვალით ენახა SpaceX-ის ბაზები. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არჩია პროგრამის კურსი შორეული კოსმოსის შესწავლისკენ მიემართა. ახლო მისიებისთვის NASA თანამშრომლობს SpaceX-თან და მსგავს კომპანიებთან დედამიწის მცირე ორბიტასთან დასაკავშირებლად. გამოითქვა არა ერთი კრიტიკა NASA-ს მიერ ბიუჯეტის შემცირებაზე, რადგან არსებობდა ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ კერძო სექტორი სრულყოფილად ვერ დააკმაყოფილებდა კოსმოსში გაშვების სერვისებს.


სანამ NASA დიდი ძალისხმევით ცდილობდა განევითარებინა თავისი კოსმოსში გაფრენის სისტემა, NASA-ს ანალიტიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ SpaceX-ი გაცილებით იაფად ახერხებდა შეეთვაზებინა იგივე სერვისი მრავალი მომხმარებლისთვის, მათ შორის NASA-სთვისაც. ასევე შესაძლებელი იყო NASA-ს გაეზარდა მისიების რაოდენობა საერთაშორისო კოსმოსურ ბაზაზე დედამიწის მცირე ორბიტაზე, დაბალი ფასების გამო.


ასევე, ამან გავლენა იქონია ადამიანების კოსმოსში გაფრენაზე. ისეთმა ქვეყნებმა როგორებიც არიან ყაზახეთი, ბანგლადეში, ინდონეზია, ისრაელი და კიდევ სხვა ბევრმა, ისარგებლა SpaceX-ის სერვისით. 2019 წლის 21 თებერვალს, Falcon 9-მ წარმატებით გაუშვა ისრაელში კერძო სექტორის მიერ შექმნილი მთვარეზე მავალი მანქანა. ეს არის პირველი კერძო აპარატი მთვარეზე.


საერთო ჯამში, SpaceX-მა შეძლო, მნიშვნელოვნად შეემცირებინა ბარიერები კოსმოსში გასაფრენად, გაეხადა იგი უფრო ხელმისაწვდომი და დემოკრატიზირებული მათთვის, ვინც მონაწილეობს კოსმოსის შესწავლასა და ათვისებაში.

მოსალოდნელი გამოწვევები

მიუხედავად ბევრი წარმატებისა, SpaceX-ს მაინც ბევრი გამოწვევა აქვს. ამა წლის დასაწყისში SpaceX-მა დაითხოვა თანამშრომლების 10% იმისათვის, რომ ხარჯები შეემცირებინა. NASA-ში ჯერ კიდევ ეჭვის თვალით უყურებენ ტექნოლოგიებს, რომლის გამოყენებასაც SpaceX აპირებს, მათ შორის არის ასტრონავტებით სავსე რაკეტის საწავავით შევსება, რომელმაც წარსულში აფეთქება გამოიწვია Falcon 9-ის გამშვებ ბაზაზე. თავდაცვის დეპარტამენტის გენერალურმა ინსპექტორმა გასცა ბრძანება, გამოეძიებინათ, თუ როგორ მიიღო Falcon 9-მ სერთიფიცირება საჰაერო ძალებისგან, თუმცა დღემდე გაუგებარია ამის მიზეზი.


ზოგიერთები NASA-ში თვით ილონ მასკს არ ენდობიან. გასულ წელს გავრცელდა ვიდეო, სადაც მასკი კანაფს მოიხმარს, რამაც განაპირობა უსაფრთხოების მოტივით SpaceX-ის და Boeing-ის შესწავლა, მეორე კომპანია, რომელიც ასევე აპირებს კოსმოსური ხომალდების გაშვებაზე მუშაობას. მასკს სხვა პრობლემებიც შეექმნა ამერიკის ფინანსურ სამსახურებთან Tesla-სთან დაკავშირებით თვითერზე პოსტების გამო. ცოტა ხნის წინ ფინანსურმა კომისიამ მოსთხოვა სასამართლოს, დაეკავებინა მასკი გასულ წელს დადებული შეთანხმების აშკარა დარღვევისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მასკი რჩება SpaceX-ისა და Tesla-ს მთავარ მოტივატორად, მისი არაპროგნოზირებადი ხასიათი შეიძლება გახდეს მიზეზი მისივე პოტენციური კლიენეტების მიერ ახალ კონტრაქტებზე თავის შეკავებისა.


მიუხედავად მისი პირადი შეცდომებისა, ილონ მასკმა SpaceX-თან ერთად შეძლო აგრესიულად გაეფართოვებინა ტექნოლოგიური საზღვრები, რამაც ბევრს შეაცვლევინა აზრი, მათ შორის მეც, კერძო კომპანიების პოტენციალზე და მათ შესაძლებლობებზე — აწარმოონ იაფი და უსაფრთხო ფრენები კოსმოსში.

ავტორი: Wendy Whitman Cobb (საიტისთვის fee.org)
წყარო: fee.org
თარგმნა: Vazha Samkharadze
კორექტირება: გიორგი ჯუმბერის ძე ჭაუჭიძე
All rights on this article belongs to FEE.org This article was translated and published solely for educational purposes by Girchi

Comments