ჯაფარიძე: 16 წლისას უნდა შეეძლოს ხმის მიცემა
მოითხოვეთ პოლიტიკაში ჩართვაზე ასაკობრივი ცენზის მნიშვნელოვნად დაწევა. მოითხოვეთ, რომ 16 წლისას შეეძლოს ხმის მიცემა (ესტონეთმა გააკეთა ადრე) და 18 წლისას - პარლამენტში შესვლა.
ასაკობრივი ცენზიც, თქვენგან, ახალგაზრდებისგან თავის დასაცავად აქვთ შექმნილი - თქვენთან კონკურენციის ეშინიათ. სწორად ეშინიათ, მოითხოვეთ დაწევა და ჩაერთეთ პოლიტიკაში.
მიმართავს ზურა ჯაფარიძე "გავრილოვის ღამის" აქციის ორგანიზატორებს.