ბათუმში საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც პარლამენტთან მიმდინარე აქციას მხარდაჭერას უცხადებს
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, ბათუმში საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები გაერთიანდნენ ერთი იდეით - დაუბრუნოს ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებს დაპირებული პროპორციული არჩევნები, რომელიც სისხლის ფასად დაგვიჯდა.
საინიციატივო ჯგუფის განცხადებით, მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური ხედვებისა, ერთიანდებიან ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, პროპორციული არჩევნების, იდეის გარშემო და აპირებენ პერმანენტულ აქციებს:
"ვაცხადებთ, რომ ვუერთდებით თბილისში მიმდინარე აქციებს და მოთხოვნებს, რათა დავიცვათ ქართველი ხალხის თავისუფალი და სამართლიანი არჩევანის უფლება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს, ვაძლევთ დროს, კვირას 3 საათამდე, რომ გამოვიდეს და დააფიქსიროს თავისი პოზიცია ბიძინა ივანიშვილის ცრუ დაპირებასთან დაკავშირებით" - აცხადებს ბათუმის საინიციატივო ჯგუფი.
როგორც ბათუმელები ამბობენ, ერთიანდებიან არა ვიწრო პარტიული ინტერესების გასატარებლად, არამედ როგორც საქართველოს მოქალაქეები საკუთარი საარჩევნო უფლებების დასაცავად...
ავტორი: ნანკა გოგუაძე