შმაქსისტები ზურაბ ჯაფარიძის და კალაძის დებატებს ითხოვენ
რესპუბლიკის მოედანზე შმაქსისტების აქცია-მსვლელობა დაიწყო.
როგორც დაანონსებული იყო, შმაქსისტები ყოველ კვირას შეიკრიბებიან და შსს-ს შენობასთან გააპროტესტებენ ტაქსების რეფორმას და ადამიანების უკანონოდ დაჯარიმებას.
შმაქსისტებს ახალი მოთხოვნა აქვთ - ზურაბ ჯაფარიძესთან სადებატოდ ტელევიზიაში კახა კალაძის ან შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მისვლას ითხოვენ.
შმაქსისტების კოლონა შინაგან საქმეთა სამინისტროს ორთაჭალის შენობისკენ გადაადგილდება.
ავტორი: ანა ჩიქოვანი