(პირველი აბზაცი წაშლილია)
გირჩის არსებობა ქართულ პოლიტიკაში, ნიშნავს იმას, რომ საქართველოში არის იმდენი ადამიანი, რომლებსაც აქვთ იმის პოტენციალი, რომ იაზროვნონ, გახდნენ თავისუფალნი, ნებაყოფლობით გამოვიდნენ ამ ვირტუალური საკნიდან, ეს საბჭოთა სისტემა დაშალონ და დაამყარონ ევროპა ამა მიწასა ზედა. ბაზარმა დაარეგულირა, ის რომ პოლიტიკური პარტია გაჩნდა, რომელსაც სჯერა, შეცვლის სისტემას,რომ მინიმუმ იმდენ ადამიანს დაანახებს, იმას რასაც ეს საბჭოთა მუტაგენირებული სისტემა ცდილობს, რომ ყველას დაუმალოს. რომ მონები ვართ, რომ ჩვენი ხელით ვაძლევთ რამდენიმე ტიპს უსასრულო ძალაუფლებას, რომ დემოკრატიამ უკვე მოიგო ადრე და ძალაუფლებას ხალხი ფლობს, რომ თითოეულ ადამიანს შეუძლია საკუთარი დამოუკიდებელი აზრით გააკეთოს არჩევანი.
ეს არჩევანის ძალაუფლება ჩვენს მხარეს არის, მაგრამ სისტემა ამის გამო უფრო მუტაგენირდა, გაძლიერდა და ჩვენს ტვინებში შემოძვრა. აზროვნება შეგვიცვალა საკუთარი განათლების სისტემით, რაზეც ჩვენ თავად ვაძლევთ მონოპოლიას.
მაგრამ ადამიანი რაციონალური არსებაა და სულ ასეთად რჩება, ეს ფაქტია, რადგან ვვითარდებით. ნებისმიერი ადამიანი განვითარებისკენ ისწაფვის, ეს ჩვენს დნმ-ში კოდია, ამ მოცემულობას ვერ შეცვლის ვერაფერი. ზუსტად ამის გამო, ლოგიკური იყო მონარქიის დასრულება, საბჭოთა კავშირის დანგრევა, ქურდული მაფიის გაჯმეინება, სააკაშვილის გაჯმეინება და გირჩის დაარსებაც ლოგიკური იყო. დამოუკიდებელი, დემოკრატიული სახელმწიფოს რადიკალური განვითრება მხოლოდ 30 წელში, სადაც სიტყვის თაისუფლება გვაქ, ნიშნავს რომ ამ ხალხს ევასება თავისუფლება და მზად არიან, რომ ამ საბჭოთა აზროვნებას პირისპირ დაუდგნენ და აღარ აბლატაონ.
გირჩი, რაც გაიჩითა, ჩემმა ცნობიერებამ იმის გენერირება დაიწყო, რაც ჩემს ქვეცნობიერში ისედაც იდო. ეჭვი სულ მქონდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, რომ ამ ხალხს, ცოტა შიგ აქვთ. ჩემთვის მიუღებელი იყო ეს ქვეყანა და საერთოდ წასვლა მინდოდა აქედან. ჩემს მომავალს ამ ქვეყანაში ვერ ვხედავდი.
პირადად მე, გირჩმა ბევრი რამე მასწავლა, შემსვა პოლიტიკაზე და ეკონომიკაზე, პოლიტიკა აქამდეც მაინტერესებდა, მაგრამ არ მესმოდა კარგად. გირჩამდე, არასდროს არცერთი პოლიტიკოსი არ გამოსულა და არ აუხსნია საჯაროდ, ლექცია ვიდეოებით, თუ რაარის ეკონომიკა, რა წესები მოქმედებს იქ, როგორ ერევა მთავრობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ა.შ. გამოვიდა, ისე რომ 2015 წლიდანვე აქტიურად ვაკვირდებოდი გირჩს. 2018-ში კი წევრებშიც გავწევრიანდი და დავსვი მილიონი კითხვა.
სანამ თავისუფალი ბაზარი არ გაიჩითა და მე არ აღმოვაჩინე, გირჩელი ვერ გავხდი, არ ვიცი რატომ. ალბათ ბოლომდე ვერ გავიაზრე ლიბერტარიანიზმი, იდეაში, მანამდე არც სოციალიზი და კაპიტალიზმი მესმოდა სწორად. სულ სხვანაირად მქონდა გაგებული.
ძალიან ბევრ ადამიანთან მილაპარაკია პოლიტიკაზე, ყველგან მილაპარაკია პოლიტიკაზე, იმას ვბაზრობდი რაც მე გავიგე და ყველანაირი წარმოდგენა ამომიყირავა და აზროვნება დამაწყებინა. ლაპარაკში, სულ მჯეროდა, რომ ვიღაცა გამოჩნდებოდა, რომელიც ჩემ თვალწინ განიცდიდა მეტამორფოზას და მაგ სიტუაციით მინდოდა მეკაიფა. არადა დღევანდელი მოცემულობით, ჩემს ირგვლივ ისე გაგირჩდნენ ადამიანები, ვერც კი ვამჩნევდი.
მარკეტინგის დაუწერელი კანონია, რომ ყველაზე მაგარი რეკლამა კმაყოფილი მომხმარებელია. ბოლო დროს, ისე ჩანს, თითქოს ამ კმაყოფილმა მომხმარებლებმა ერთმანეთი გაიცნეს, ერთმანეთი დავიმატეთ ფრენდებში და ერთმანეთს ველაპარაკებით. ჩემი აზრით ვერცერთი გირჩის დაბუსთული ვიდეო ვერ დაარწმუნებს და აუხსნის იმაზე კარგად, რომ მეტი თავისუფლება ასწორებს, ვიდრე ოჯახის წევრი და მეგობარი. სოციალუსტური მცდარი იდეებით ტვინ გამოტენილი ადამიანი, რომ გახდეს გირჩელი, ანუ კაპიტალისტი და შემდეგ ლიბერტარიანელი, არის ურთულესი და დიდ დროს მოითხოვს.
მგონია, რომ დასაწყისშივე უნდა აღგიქვას სერიოზულ ტიპად. თუკი დასაწყისშივე უბრალოდ ღადაობა მატრიცული გარღვევა ეგონები, მგონია, რომ ვერ გახდება გირჩელი, შეიძლება კიდევ მოგიწიოს მასთან შეხვედრა, მაგრამ პირველი შანსი, მგონია რომ გაშვებული გექნება ხელიდან და თავიდან მოგიწევს დიალოგის დაწყება და აზრის შეცვლა შენ თავზე. მეც ვერ გავხდი სანამ, თავისუფალი ბაზრის ერთ 5 ეპიზოდს არ ვუყურე.
ადამიანი, რომელიც გირჩს აირჩევს, ის ავტომატურად ხელს აწერს, იმას რომ
ის არის თავისუფალი ადამიანი, პასუხისმგებელია საკუთარ ქმედებებზე, არც ერთ მის პასუხისმგებლობას მის მაგივრად სხვა ადამიანი ან სახელმწიფო აღარ აიღებს თავის თავზე. პოზიტიურ უფლებებზე თავად უნდა თქვას უარი, რათა პოზიტიური ვალდებულებები არ გაუჩნდეს. ხელს აწერს, რომ:
სახელმწიფო აღარ ჩაერევა მის ცხოვრებაში და გადასახადების გადამხდელების ფულით, არავის და არაფერს აღარ დააფინანსებს, არც სპორტს, არც კულტურას, არც განათლებას, არც ჯანდაცვას, არც მეცნიერებას, არც სოფლის მეურნეობას, არც სიპებს და აიპებს დატოვებს და მაქსიმალურად შეამცირებს სახელმწიფოს როლს ადამიანების ცხოვრებაში.
რადგან, როდესაც სხვების ფულს ხარჯავენ სხვები, იხარჯება არაეფექტურად, როგორც მინიმუმ. ქართულ ბიუროკრატიას კი რუსეთის იმპერიიდან დაწყებული, საბჭოთა კავშირით გაგრძელებული, დღემდე ევასება კორუფცია, ბიუჯეტის ფულის მოტეხვა, ძაან თესლურად ოღონდ, ყველამ რომ იცის და ვერავინ ვერაფერს ეუბნება. რაღაცნაირად, ქართულ პოლიტიკურ ეგოდ ჩამოყალიბდა ეს thug life-ობა. ვისაც რომელიმე აიპში ან სიპში აქ ნამუშევარი, თითქმის ყველამ ყველაზე იცის, თუ რა მწარედ ხარჯავენ ბიუჯეტის ფულს, მაგრამ ვერ ლაპარაკობს ყველა, ჯაჭვი აქვთ შეკრული და ყველას ერთმანეთი სჭირდებათ, რომ ეს ჯაჭვი არ გაწყდეს. ბოლოს მაინც შიგნიდან სკდება ამბავი, მერე კიდე მთელი ქვეყანა მაგრად დავცინით და ვღადაობთ ამათზე, ეს როგორ გაგიბაზრდათო. თითქმის მთლიან საჯარო სექტორში ასეა, სადაც არის რამის პონტი. ჩვენ კიდე დავცინით მერიას,როცა 1 წელში ორჯერ აგებს სადმე ქვაფენილს. როცა ჩვენ, ჩვენს ფულს ვუხდით ვიღაც ტიპებს, რომ კონკრეტული რაღაცები გააკეთონ, რასაც ისინი ფიქრობენ, რომ ჩვენ გვჭირდება და თუკი არ აკეთებენ და იმ ფულს, თითონ ხარჯავენ და ეს უბაზრდებათ, მაგრად დავცინით, აუ რა ყლეები არიანო.
მე ლიბერტარიანელი ვარ და ის თუ როგორი ქვეყანა წარმომიდგენია, რომ უნდა იყოს საქართველო, ამას უხსნიან გირჩელები ადამიანებს.
თავისუფლების იდეას რომ ჩაყვე, უნდა გაიაზრო რომ შენი სხეული შენი საკუთრებაა, რომ შენი საკუთრებაა შენი ნაშრომი და რასაც გინდა იმას გააკეთებ, თუკი შენი მოქმედებით სხვა არ ზიანდება. მაგალითად თუკი შენ ხარ კანაფის მომხმარებელი და ეწევი მოსაწევს, ამის გამო ვერავინ დაზიანდება, რომც უნდოდეს. მოსაწევია დღეს ლეგალურია ჩვენთან და გაყიდვა და გაზრდა არალეგალური. ანუ კიტრის ჭამა მოსულა და კიტრის მოყვანა ან ყიდვა აკრძალულია. ეს სიგიჟეა, მაგრამ ვიღაცებს აწყობთ შავი ბაზარი და ლობირებენ ამ სტატუს ქვოს შენარჩუნებას.
იდეაში, ისიც სრული სიგიჟეა როცა გამოდიან ტელევიზიით ღიპიანი ტიპები და იძახიან, ლეგალური რომ არარის ამით ჩემ შვილებს ვიცავო. ტიპი ან აზრზე არაფრის არარი ან უბრალოდ ესე რომ იბაზროს ამასაც ლობირებს ეს კობარი.
რადგან თუკი ვინმეს დაცვაა საჭირო კანაფისგან, ისევე უნდა დავიცვათ, როგორც სიგარეტზე და ალკოჰოლზე ვიცავთ. ანუ არასრულწოვანზე გაყიდვა უნდა იყოს აკრძალული როგორც მინიმუმ. შავ ბაზარზე არაფერია აკრძალული და არავინ არის დაცული. ეს პირველი კლასის არითმეტიკული ლოგიკაა.
საქართველოში რომ დიდი მოთხოვნაა, ამას ვიგებთ იქედან, რომ შავი ბაზარი არეგულირებს ფასებს და რადგან ფასი შეუსაბამოდ მაღალია ესეიგი არის დიდი მოთხოვნა. მიწოდება კი ძალიან მცირეა, რადგან არალეგალურია და ფარულად ყიდიან, კრიპტოვალუტით და მისამართებზე დებენ ბარიგები. ვერც დილერი რისკავს მომხმარებელთან შეხვედრას და ვერც პირიქით, ამის გამო არცერთმა იცის და არც მეორემ თუ რომელია მათგან არასრულწოვანი. ბაზარმაც დაარეგულირა ის, რომ ყველაზე ცუდი ტიპები არიან ბარიგები, ყველაფერი რო კიდიათ, ვინ იყიდის მათ პროდუქტს.
დღეს ჩვენ ასეთი ნარკოპოლიტიკა გვაქ და რა მოტივიც არ უნდა გვქონდეს: ეკონომიკის განვითარება, ბავშვების დაცვა ნარკოტიკებისგან ან გენოფონდის :D რაღაც ყლეობა. ყველა პონტში მიწის ზემოთ, თეთრ შუქზეა ამოსატანი ეს ბაზარი, რომ, როგორც მინიმუმ დარეგულირდეს, რადგან შავ ბაზარზე ნარკოტიკულ ნივთიერებას ყოველთვის ყველაზე ცუდი ტიპი გაყიდის - ასეთი წესრიგია.
დღეს ყველამ ვიცით, რომ ადამიანები ერთმანეთში, ცვლიან,ზრდიან და მოიხმარენ მოსაწევს. ასეთი ძალიან ბევრია. მაგრამ კანონმდებლობით მათი ქმედება არალეგალურია. არადა თავად პროდუქტის მოხმარება ლეგალურია.
სისტემა ისეთ ისტერიკაშია, ერთადერთი დამოუკიდებელი ორგანოს, საკონსტიტუციო სასამართლოს 1 გადაწყვეტილების გამო, რომ ასეთ პარადოქსალურ და აბსურდულ მოცემულობას გვტენის და ცდილობს შეგვაგუოს საგიჟეთში ცხოვრება.
ჩემი აზრით, ვინც კი ვისაც ესმის ეს მოცემულობა და ეს არ მოსწონს, როგორც მინიმუმ ესეთი რამ უნდა დაწეროს. როგორც მინიმუმ 1-ხელ მაინც უნდა გაყიდოს, სრულწოვანზე, დემონსტრაციულად. რადგან თუკი ასეთები ვიქნებით ბევრნი, სისტემა თავად გასკდება ისტერიკისგან.
ვიცი, რომ მისმენთ, ვიცი რომ გეშინიათ, გეშინიათ ჩვენი, გეშინიათ ცვლილებების. არ ვიცი როგორი იქნება მომვალი, მე აქ ამის სათქმელად არ მოვსულვარ თუ ვინ გაიმარჯვებს საბოლოოდ. მხოლოდ იმას გეტყვით, როგორ დაიწყება ყველაფერი, მე ყურმილს დავკიდებ და ხალხს იმას ვაჩვენებ რასაც ასე გულმოდგინედ უმალავდით. მე მათ ახალ სამყაროს ვაჩვენებ თქვენს გარეშე. სამყაროს დიქტატის გარეშე, უკიდეგანო სამყარო, რომელიც ყველასთვის ღია იქნება.
და თუ როგორი იქნება ის, მთლიანად შენზეა დამოკიდებული