გირჩი პარლამენტში

გირჩის დესანტი პარლამენტში

გირჩი 5 წელია არსებობს. ამ 5 წლის მანძილზე, ყოველგვარი თანამდებობების გარეშე, უამრავი რამის შეცვლა მოვახერხეთ. მოვახერხეთ მხოლოდ ლაპარაკით და იმ პრინციპების მიხედვით მოქმედებით, რომლებისაც გვჯეროდა და გვჯერა. შევცვალეთ 30 000+ წვევამდელის ცხოვრება.

შევცვალეთ ასობით ათასი ახალგაზრდის ცხოვრება, რომელსაც ყოველ წელს კრიმპოლი მოსაფსმევინებლად დასდევდა. შევცვალეთ ის, თუ როგორ კეთდება პოლიტიკა ქვეყანაში, რას ლაპარაკობენ პოლიტიკოსები და რაზე ფიქრობენ ადამიანები! უამრავი რამის შეცვლა კი ვერ მოვახერხეთ, რადგან მთავრობაში მყოფ ამორალურ ადამიანებს ჩვენი დაიგნორების ფუფუნება ჰქონდათ. წელს გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, გირჩის დესანტი პარლამენტში გადავსხათ! გვაქვს შესაძლებლობა, რომ ვეღარ გვაიგნორებდნენ და ჩვენი ხმა ბევრად უფრო ფართო აუდიტორიას მისწვდეს.

თუ დაფიქრდებით - ჩვენი იქ ყოფნა პირადად თქვენს ინტერესებშია, იმისდა მიუხედავად, მოგწონთ თუ არა ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ. ჰოდა, თუ თქვენსავე ინტერესებშია, ველოდებით, რომ შესაბამისადაც იმოქმედებთ. მხოლოდ მოქმედებაში, კონკრეტულ საქმეებში გამოიხატება ის, თუ მართლა რისი გჯერათ და რა გინდათ.

#გირჩიპარლამენტში პირადად თქვენთვის!
136,471 ₾ სულ
მიზანი 150,000 ₾
დააფინანსე
ეკონომიკური თავისუფლება

პოლიტიკური მიზანი: მეტი ეკონომიკური თავისუფლება

ამ მიზნის მისაღწევად ორ გზას გამოვიყენებ:
ეროვნული ბანკის გაუქმების მოთხოვნა ან, როგორც მინიმუმ, მულტი-სავალუტო რეჟიმის დაშვება. რომელ ფულსაც ვენდობით, იმ ფულით ცხოვრების უფლებას ვინ და რატომ გვართმევს - გაუგებარია.
ეკონომიკის საფუძვლების, ყოველდღიურობის განუყოფელი პრინციპების ახსნა ყველგან და ყველა ხერხით. მიზანია, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ყველა ამომრჩეველი საკუთარ პარტიას სულ სხვაგვარ ეკონომიკურ პროგრამას სთხოვდეს.

გაიგე მეტი
თავისუფლების დაბრუნება

ჩემი მთავარი პოლიტიკური მიზანია დავუბრუნო ადამიანებს თავისუფლება, გამოიყენოს ის ფული, რომელიც მას სურს. ეს ნიშნავს ეროვნული ბანკის ფულის ემისიაზე მონოპოლიის და ლარის, როგორც ერთადერთი ლეგალური ფულის, გაუქმებას. ამის ნაცვლად, ტრანზაქციების განხორციელება ნებადართული უნდა იყოს ნებისმიერ სხვა ვალუტაში, იქნება ეს დოლარი, ევრო თუ ოქროთი გამყარებული ფული. 

გაიგე მეტი
მართლმსაჯულება

პოლიტიკური მიზანი: დეცენტრალიზებული და ადამიანური მართლმსაჯულების სისტემის მშენებლობა, ნაცვლად უკიდურესად ცენტრალიზებული საბჭოთა  მართლმსაჯულების სისტემისა. ახალი ქართული მართლმსაჯულების სისტემა უნდა დაეფუძნოს: არჩევით მოსამართლეებს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, ამერიკული პრეცედენტული სამართლის შემოტანას მართლმსაჯულების სისტემაში, პოლიციის შერიფების არჩევითობას, პროკურორის არჩევას დაზარალებულის მიერ.

გაიგე მეტი
განათლება

მინდა მომავალმა პარლამენტმა:
დააკანონოს ნორმალური მშობლების მიერ შვილების აღზრდის სრული თავისუფლება.
იმისათვის რომ მშობლებს პრაქტიკულად გვქონდეს ამ თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა ანუ არჩევანი, სულ მცირე კერძო განათლება, სკოლები და მასწავლებლები უნდა განთავისუფლდნენ სისტემისგან.
#ჩემიშვილიჩემია

გაიგე მეტი