13 ივლ 2020
21651 Views
Girchi News

წადი არჩევნებზე და მოიგე Tesla

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის წასახალისებლად, "გირჩი" მათთვის, ვინც 31 ოქტომბერს ნებისმიერ პარტიას  ხმას მისცემს, "Tesla"-ს ავტომობილებს გაათამაშებს.

Tesla-ს პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც "ცესკოს" ამომრჩეველთა ერთიან სიაშია რეგისტრირებული და 31 ოქტომბერს, მისთვის სასურველ პარტიას მისცემს ხმას.

რა არის ამისათვის საჭირო ?

- დარეგისტრირდით "გირჩის" პორტალზე (girchi.com) Tesla-ს პროექტში ამ ლინკით - https://www.girchi.com/ge/user/register

- 31 ოქტომბერს წადით საარჩევნო უბანზე და მიეცით ხმა თქვენთვის სასურველ პარტიას. - იმავე დღეს, 31 ოქტომბერს ხმის მიცემის შემდეგ გადაიღეთ სელფი საარჩევნო უბანთან (ისე, რომ გამოჩნდეს უბნის ნომერი).

- საარჩევნო უბნების დახურვამდე (21:00 საათამდე) გამოაქვეყნეთ ეს ფოტო საკუთარ ფეისბუქ (ან ინსტაგრამის )გვერდზე ჰეშთეგით #მევიყავიარჩევნებზე.

რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს "გირჩი" არჩევნებზე, მით მეტი იქნება საბიუჯეტო დაფინანსება, შესაბამისად მომდევნო 4 წლის განმავლობაში მეტი "Tesla"-ები გათამაშდება, მაგალითად: 50000 ხმის მიღების შემთხვევაში "გირჩი" წელიწადში 5 "Tesla"-ს, 4 წელიწადში კი, 20-ს გაათამაშებს. 

 

წადი არჩევნებზე და მოიგე "Tesla"!

"გირჩი" წარმატებას გისურვებთ !

პორტალზე რეგისტრაციისათვის დააჭირეთ ამ ბმულს.



კომენტარები