Cover photo
Profile photo
ნინო ჯაღმაიძე
2 მხარდამჭერი
22,643 პოლიტიკური წონა
0 გამომუშავებული GED

დავიბადე და გავიზარდე გუდაურში, ბაკალავრი ეკონომიკის მიმართულებით დავამთავრე შავი ზღვის უნივერსიტეტში, მაგისტრატურა კი - თავისუფალ უნივერსიტეტში, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით.

პოლიტიკაში მოსვლა 2023 წელს, მიწის უკანონო მითვისებაზე დაწყებული დავის შემდეგ გადავწყვიტე.

როდესაც მიწის რეფორმის ფარგლებში დავირეგისტრირეთ საჯარო რეესტრში ნაკვეთი, "აღმოჩნდა", რომ მიწა უკანონოდ გვქონია გაფორმებული. ინფორმაციის მეტად მოძიების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩვენს გარშემო, თითქმის ყველა სოფელში იდენტური პრობლემა იყო - საჯარო რეესტრის მიერ გაფორმებულ მიწის ნაკვეთებზე მფლობელებს ედავებოდნენ მიწის უკანონოდ მითვისებას, რომელზეც აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე და ითვალისწინებდა 6-9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ამასობაში, გირჩის მიერ საგურამოში იდენტურ პრობლემაზე გადაღებული ვიდეო ვნახე,რის შემდეგაც დავუკავშირდი სანდრო რაქვიაშვილს და გავიცანი გირჩის გუნდი პირადად.

მჯეროდა, რომ გაურკვევლობა ხდებოდა ჩვენს თავს და ხმა უნდა მიგვეწვდინა შესაბამის ორგანოებთან. იქიდან გამომდინარე, რომ მიწის რეგისტრაციაზე უამრავი ინფორმაცია ვრცელდებოდა, როგორც ტელევიზიით, რეკლამებით, ასევე, სამთავრობო წარმომადგენლებისგან, ვფიქრობდი, რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი. ამიტომ,გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა მშვიდობიანი აქცია, რომლის ფარგლებშიც ჩვენს ხმას მივაწვდენდით შესაბამის ორგანოებს და გადავწყვეტდით ამ პრობლემას.

გირჩმა დაიწყო პარლამენტში აქტიური საუბარი მიმდინარე პრობლემებზე. საკითხი განიხილებოდა როგორც სესიებზე, ასევე, სოფლის დაზარალებულ მოსახლეობასთან.

პროტესტის შემდგომ შემოგვთავაზეს გამოსავალი - ამნისტია, რითაც, უკანონოდ მითვისებულ მიწას დავაბრუნებდით და მოგვეხსნებოდა ნასამართლობა.

მე სრულად ვიზიარებ გირჩის ხედვასა და პოზიციას პრივატიზაციის საკითხზე და ვფიქრობ, რომ საქართველოს ტერიტორიების 90% ხალხის საკუთრებაში უნდა იყოს. იმედი მაქვს, ამ თუ სხვა პროექტის განხორციელებაში მცირე წვლილს მეც შევიტანგირჩის გუნდთან ერთად.