

ჩემი მთავარი პოლიტიკური მიზანია საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დანგრევა და ახალი ადამიანური სისტემის აშენება.
ვიცი რომ ამის გარეშე, ჩემნაირი ადამიანისთვის, ამ ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელია.
მე კი სხვაგან წასვლა და გადახვეწა არ მაწყობს, ჩემი ქვეყანა ესაა.
პარლამენტში ყოფნაც ამ მიზნით მინდა. ეს აუცილებელია ჩემი მიზნის მისაღწევად.
ვიცი რა, რომ ასეთი რამეების მიღწევა მარტო შეუძლებელია, ვეძებ ამ საქმეში თანამოაზრეებს და პარტნიორებს.
რა არის გასაკეთებელი:
1. სასამართლოში - ის რაზეც უკვე შევთანხმდით ოპოზიციურ პარტიებთან.
2. პოლიციაში - არჩეული შერიფები.
3. პროკურატურაში - დეცენტრალიზაცია.
როგორ ვაპირებ ამას
2020 წლის, მეათე მოწვევის პარლამენტში მე და ჩემი პარტია უმრავლესობით ვერ მოვალთ (იმედია ვერასოდეს ვერავინ ვერ მოვა უმრავლესობით ამ ქვეყანაში), ამიტომ ჩემი მიზანია, ნებისმიერი ფორმით დავარწმუნო პარლამენტართა უმრავლესობა დამეხმარონ მიზნის განხორციელებაში.
ამ ბოროტების დასამთავრებლად:
1. ველაპარაკები და ვემეგობრები ყველას, ვისაც იგივე უნდა.
2. ვმონაწილეობ ან ვაკეთებ საავტორო გადაცემებს.
3. ვაპირებ გაზეთის გამოშვებას.
4. ვეძებ საქმიან მეგობრებს.
იმისთვის რასაც პოლიტიკაში ვაკეთებ, არც ახლა და არც მომავალში, არ ვაპირებ არანაირი თანხის აღებას, გარდა იმისა რასაც თანამოაზრეები და პარტნიორები გადამიხდიან ნებაყოფილობით.
თუ თქვენც იგივე გინდათ მოხდეს რაც მე, გახდით ჩემი ან ჩემი პროექტების პარტნიორი და შემომიერთდით სალაპარაკოდ ჩემი მეგობრების ჯგუფში (“იაგო’s friends” ფეისბუკზე).
#სისტემაუნდადაინგრეს.