ტკივილი

რატომ ეს პროექტი?

ჩვენ გვგონია, რომ მორალური ადამიანის ვალდებულებაა, სხვა ადამიანის წამებას არ შეეგუოს. ტკივილის გაყუჩების აკრძალვა ნიშნავს წამებას.

პროექტის მიზანი

საქართველოში ათობით ათასი ქრონიკული ავადმყოფი და ნარკოტიკების მომხმარებელი უმიზეზოდ იტანჯება ტკივილით და საჭიროებს შველას.

პროექტის მიზანია, ვიხსნათ ადამიანები ფიზიკური ტკივილისგან.

რა უნდა გაკეთდეს

დასრულდეს ტკივილგამაყუჩებლების დეფიციტი და ყველა ადამიანს კანონიერად მიუწვდებოდეს ხელი ტკივილგამაყუჩებლებზე.

ექიმები გათავისუფლდნენ პოლიციის კონტროლისგან და დაუბრუნდეთ პროფესიული მოვალეობის შესრულების, ტკივილით დატანჯული ადამიანებისათვის სამედიცინო დახმარების სრულფასოვნად გაწევის უფლება.

შედეგი

რიგითი პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი გახდება ტკივილგამაყუჩებლები.

ნარკომომხმარებლები გახდებიან საზოგადოების სრულუფლებიანი კანონმორჩილი ნაწილი. მათ ექნებათ დაუბრკოლებელი წვდომა სასურველ ნივთიერებაზე, ლეგალური სამედიცინო მომსახურების ფარგლებში.

პეტიცია

მოვითხოვ, ექიმს დაუბრუნდეს პაციენტისთვის ტკივილის გაყუჩების ვალდებულება.