მე, ცოტნე ვარ 22 წლის, პოლიტიკა მიყვარს, ჰობია ჩემი. თავისუფლების ირგვლივ ტრიალებს ჩემი გოენება, ეს იდეა ანთია ჩემში და ცხოვრებასაც ამ იდეას ვუძღვნი, ამ იდეის სიყვარული მაიძულებს ფიქრს, აზროვნებას და მოქმედებას, ასე მოვხვდი გირჩში სამი წლის წინ, ვიკითხე ოფისის მისამართი, მივედი მოვუსმინე, აღვფრთოვანდი, და ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა დღესაც აქ ვარ. გირჩში ვხედავ საშუალებას, რომ თან პოლიტიკა ვაკეთო თან თავისუფლება გავიფართოვო.
მიყვარს კოკა-კოლა, მაქვს უნარი უზომოდ ჭამისა და არ გასუქების. მწამს მხოლოდ ადამიანისა და მისი გონების. მეშინია სიკვდილის. მიყვარს თავისუფლებაზე ლაპარაკი, მინდა სხვასაც ეს შევაყვარო. ფიზიკურად იმაზე პატარას ვგავარ ვიდრე სინამდვილეში ვარ. მინდა შეყვარებულთან ერთად, კოკა-კოლათი და მაკდონალდის ჩიზბურგერით ხელში „Empire State Building”-ის ყურებით ვტკბებოდე.