


მე ვარ ვახო.
მჯერა, რომ ადამიანის გარეშე სამყარო არ არსებობს. ცხოვრება მნიშვნელობის გარეშე ჯოჯოხეთია. ცხოვრებას მნიშვნელობას აძლევს პასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობის სინონიმია თავისუფლება.
თავისუფალი ადამიანის მონებში ცხოვრება გულის ამრევი და რისკიანია. ჯერ ბრაზდები, მერე გეცოდებიან და მერე გიწევს მოქმედება. ბევრი საინტერესო გასართობის გვერდით გადადება გიწევს რათა შენც არ გაჩუმდე და მონად არ იქცე.
მინდა შვილებმა არ დაკარგონ დრო ამ მარტივი ლოგიკის დამოუკიდებლად აღმოსაჩენად. ვისურვებდი ცნობიერებაზე, ხელოვნურ ინტელექტზე, მარსზე და მსგავს პრობლემებზე ფიქრში გაატარონ ცხოვრება.
ამისთვის ვაკეთებდი გირჩს - ახლიდან დაბადებული ადამიანების ოჯახს.
„ვინც ხელახლად არ იშვება, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს“ იოანე 3.1-8.
სამოთხეც და ჯოჯოხეთიც აქ არის. არჩევანი ჩვენზეა.
დავიბადე 1972 წლის 28 თებერვალს, თელავში.
- 1996 წელს დავასრულე უმაღლესი სამედიცინო განათლება, 1996-98 წლებში ვსწავლობდი კლინიკურ ორდინატურაში ზოგად ქირურგიას;
- 1998 წელს დავიწყე და რამდენიმე თვეში დავასრულე პრაქტიკული საექიმო საქმიანობა;
- 1999 წელს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტში ვიმუშავე;
- 2000 წელს დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია - „პაციენტების უფლებების დაცვის კავშირი“ და სამი წლის მანძილზე ვიყავი პროექტების ავტორი და დირექტორი;
- 2000-2001-ში ერთი წელი ვიმუშავე იუსტიციის სამინისტროში სამედიცინო დეპარტამენტის მრჩევლის პოზიციაზე.
- 2003 წელს ვარდების რევოლუციაში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას კადრები ჭირდებოდა ბიუროკრატიაში და „სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე აღმოვჩნდი;
- 2004-2007 წლებში შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ ვიმუშავე;
- 2007 წლიდან, მსოფლიო ბანკის, USAID-ის, ევროკავშირის და სხვა დონორების პროექტებში კონსულტანტად საქართველოში;
- 2008 ლიბანში და იორდანიაში;
- 2012 მონღოლეთში;
- 2014 უკრაინაში.
- 2008-2010 წლებში თავისუფალი უნივერსიტეტი - კვლევითი ცენტრის დირექტორად;
- 2011 წელს აგრარულ უნივერსიტეტის პრორექტორად. უნივერსიტეტებში გარდა ადმინისტრაციული საქმიანობისა ვასწავლიდი კრიტიკულ აზროვნებას და პოლიტიკურ იდეოლოგიებს;
- 2012 წელს ვიმუშავე კომპანია ბერტას გენ. დირექტორის მოადგილედ;
- 2013-2015 წლებში დავაარსე ნიუტონის თავისუფალი სკოლა, სადაც სამი წელი ვიმუშავე დირექტორად და ეკონომიკას და ქიმიის მასწავლებლად;
- 2015 წლიდან დღემდე ვსწავლობ პოლიტიკას - თუ რატომ გაიგეთ ჩემი მიზნის შესახებ.
ვარ 48 წლის, მყავს ცოლი და სამი შვილი
მე ვარ ვახო. მჯერა, რომ ადამიანის გარეშე სამყარო არ არსებობს.ცხოვრება მნიშვნელობისგარეშე ჯოჯოხეთია. ცხოვრებას მნიშვნელობასაძლევსპასუხისმგებლობა. პასუხისმგებლობის სინონიმია თავისუფლება.თავისუფალი ადამიანის მონებში ცხოვრებაგულის ამრევი და… სრულად
რატომ ეს პროექტი?ჩვენ გვინდა, მორჩეს კანაფის მომხმარებელი, მწარმოებელი და გამყიდველი სრულიად უდანაშაულო ადამიანების უმიზეზოდ დაჩაგვრა და შერჩევითად დევნა.პროექტის მიზანიგვინდა მცენარე კანაფის და მისგან ნაწარმოები პროდუქტების სრულად ლეგალიზაცია… სრულად
რატომ ეს პროექტი?ამ პროექტით გვინდა დავასრულოთ 100 წლის წინანდელი, ბოლშევიკების მიერ, ადამიანების მდიდრებად (მესაკუთრეებად) და ღატაკებად (პროლეტარიატად) დაყოფის და ერთმანეთის მტრებად გამოცხადების ისტორია. შეძლებულების მიმართ ჩანერგილი… სრულად
რატომ ეს პროექტი?ჩვენ გვგონია, რომ მორალური ადამიანის ვალდებულებაა, სხვა ადამიანის წამებას არ შეეგუოს. ტკივილის გაყუჩების აკრძალვა ნიშნავს წამებას.პროექტის მიზანისაქართველოში ათობით ათასი ქრონიკული ავადმყოფი და ნარკოტიკების მომხმარებელი… სრულად
„თავისუფალი ბაზარი“ არის ჩემს სტუმრებთან საუბრები პოლიტიკურ თემებზე, სწორის და არასწორის, ადამიანის, საზოგადოებისა და სამყაროს შესახებ.ჩემი ბიოგრაფიიდან გამომდინარე ამ საკითხებთან ხშირად მქონდა შეხება, იდეოლოგიებს ვასწავლიდი კიდეც თავისუფალ… სრულად
#ნომერი | დამფინანსებლები | თანხა Sort ascending | სიხშირე |
---|---|---|---|
601 | 1₾ | მრავალჯერადი | |
602 | 1₾ | ერთჯერადი | |
603 | 1₾ | ერთჯერადი | |
604 | 1₾ | ერთჯერადი | |
605 | 1₾ | მრავალჯერადი | |
606 | 1₾ | მრავალჯერადი | |
607 | 1₾ | ერთჯერადი | |
608 | 1₾ | ერთჯერადი | |
609 | 1₾ | ერთჯერადი | |
610 | 1₾ | ერთჯერადი | |
611 | 1₾ | ერთჯერადი | |
612 | 1₾ | ერთჯერადი | |
613 | 1₾ | მრავალჯერადი | |
614 | 1₾ | მრავალჯერადი | |
615 | 1₾ | ერთჯერადი |
გაზიარება
პროექტის ლინკი