პროექტები
დაფინანსება

მულტისავალუტო სისტემა

რატომ ეს პროექტი?

გვინდა, დავიცვათ თავი არსებული და ნებისმიერი მომავალი მთავრობის მიერ ფარულად დაბეგვრისგან ინფლაციის გადასახადით.

პროექტის მიზანი

საქართველოს მოქალაქეებმა მოვიპოვოთ თავისუფლება, გამოვიყენოთ ის ფული, რომელსაც უფრო ვენდობით.

რა უნდა გაკეთდეს

უნდა გაუქმდეს ქვეყანაში საგადამხდელო საშუალებად მხოლოდ ლარის გამოყენების ვალდებულება.

შედეგი

• დასრულდება მოქალაქეების  ფარული დაბეგვრა; განსაკუთრებით იხეირებენ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები და მოსახლეობის ღარიბი ფენა.

• სავარაუდოა, რომ უმეტეს შემთხვევებში გამოყენებადი ვალუტა გახდება დოლარი და ევრო, შესაძლებელია, ვინმემ შექმნას და გამოიყენოს ოქროს ფული ან კრიპტოვალუტა.

• ლარის ემიტენტი იძულებული იქნება, კონკურენცია გაუწიოს სხვა ბრუნვაში არსებულ ვალუტებს ან გაუქმდეს.

• მომავალი გახდება მეტად პროგნოზირებადი;

• შედარებით უსაფრთხო გახდება ფულის ფორმით დანაზოგის გაკეთება;

• გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო ქვეყანაში;

პეტიცია

მოვითხოვ ნებისმიერი ფულით (დოლარი/ევრო/ლარი/კრიპტოვალუტა) ვაჭრობის უფლებას.

სტატისტიკა

  • დამფინანსებელი 5
  • ხელმომწერი 64
  • დაფინანსება 103

პოლიტიკოსი

ალექსანდრე რაქვიაშვილი

სხვა პროექტები

კანაფის საზოგადოება

რატომ ეს პროექტი? ჩვენ გვინდა, მორჩეს კანაფის მომხმარებელი, მწარმოებელი და გამყიდველი სრულიად უდანაშაულო ადამიანების უმიზეზოდ დაჩაგვრა… გააგრძელე კითხვა

სავალდებულო ჯარის გაუქმება

რატომ ეს პროექტი? ადამიანის იძულება, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იარაღით დაიცვას სხვა ადამიანები, მონობის ფორმაა. ამ მოვლენას დღესაც… გააგრძელე კითხვა

ბიუროკრატიის გაცილება

რატომ ეს პროექტი? გვინდა საჯარო მოხელეები ვაქციოთ ცვლილებების მხარდამჭერ მოკავშირეებად. პროექტის მიზანი 200-250 ათასი საბიუჯეტო… გააგრძელე კითხვა

უნივერსალური ბაზისური შემოსავალი

რატომ ეს პროექტი? ადამიანს საკუთარი თავის მიხედვა ყველაზე (მ. შ. ბიუროკრატიაზე) უკეთ და ეფექტურად შეუძლია, ამიტომ, გვინდა,… გააგრძელე კითხვა

მიწა-წყლისა და ქვეყნის დაბრუნება

რატომ ეს პროექტი? ამ პროექტით გვინდა დავასრულოთ 100 წლის წინანდელი, ბოლშევიკების მიერ, ადამიანების მდიდრებად (მესაკუთრეებად) და… გააგრძელე კითხვა

იარაღის ლეგალიზაცია

რატომ ეს პროექტი? მესაკუთრეობა ნიშნავს გარკვეული საკუთრების ექსკლუზიურად გამოყენების უფლებას.  თითოეული ჩვენგანის მთავარი… გააგრძელე კითხვა