ბიუროკრატიის გაცილება

რატომ ეს პროექტი?

გვინდა საჯარო მოხელეები ვაქციოთ ცვლილებების მხარდამჭერ მოკავშირეებად.

პროექტის მიზანი

200-250 ათასი საბიუჯეტო სექტორში დასაქმებული ადამიანის უმტკივნეულოდ ჩართვა საბაზრო ეკონომიკაში.

რა უნდა გაკეთდეს

საბიუჯეტო სამსახურიდან დათხოვნილ ადამიანებს უნდა შეუნარჩუნდეს მიმდინარე შემოსავალი სამი წლის განმავლობაში.

პარალელურად გაუქმდეს:

• საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

• საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

• საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

• საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო

• საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

დარჩეს:

• საქართველოს საგარეო საქმეთა

• საქართველოს თავდაცვის

• საქართველოს იუსტიციის 

• საქართველოს შინაგან საქმეთა

• საქართველოს ფინანსთა სამინისტროები

შედეგი

• საბაზრო ეკონომიკის მნიშვნელოვანი გაფართოება

• მთავრობის შემცირება

• გადასახადების შემცირების პერსპექტივა

პეტიცია

მოვითხოვ საჯარო მოხელეების მასობრივ დათხოვნას, მათთვის სამი წლით შემოსავლის შენარჩუნების პირობით.