Cover photo
Profile photo
მერაბი გიგნაძე
0 პოლიტიკური წონა
8,207 გამომუშავებული GED
...

მე მჯერა რომ ის ერთი შეხედვით ქაოსი რაც ადამიანების თავისუფალი ქმედებების შედეგად იქმნება, არის გაცილებით უკეთესი დიზაინის წესრიგი ვიდრე ნებისმიერი ადამიანის მცდელობა, რომ ეს წესრიგი ადამიანის თავისუფლების წართმევის ხარჯზე შექმნას. ეს წესრიგი რომელიც მიღებულია ე.წ ქაოსის შედეგად ყოველთვის არის ჩვენს გარშემო იმიტომ რომ ადამიანი ბოლომდე არასოდეს არ კარგავს თავისუფლებას. მაგრამ ნებისმიერ დროს ადამიანი უნდა იბრძოდეს, რომ რაც შეიძლება მეტი თავისუფლება მიიღოს თავისთვის და თავისი ახლობლებისთვის სხვა შემთხვევაში ის ხალხი გაიმარჯვებენ რომლებიც თავისუფლებაზე მაღლა იმ წესრიგს აყენებენ რომელიც მხოლოდ მათ შეუძლიათ რომ უზრუნველყონ.

დავიბადე 1988 წელს, ოფიციალურად სკოლა დავამთავრე 2005 წელს თუმცა არ ვთვლი რომ მასში ოდესმე მისწავლია. ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პირველ წელსვე მივხვდი თუ რა ხუმრობასაც წარმოადგენდა ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემა და უნივერსიტეტიდან წამოსულმა მივჰყევი საკუთარ სწავლა განათლებას ხელი. იქიდან მოყოლებული ვმუშაობ პროფესიულად IT სფეროში, კერძოდ გეიმ-დეველოფმენთში. 2016-2017 წლიდან დავვინტერესდი გირჩით და ზოგადად პოლიტიკური მეცნიერებებით(განსაკუთრებით ლიბერტარიანიზმით და სოციალიზმით). ვინაიდან ოფიციალური ცენზი არასოდეს არ დამჭირვებია რომ რაიმე მესწავლა ან გამეკეთებინა ხელი მივჰყავი ამ მიმართულებით ინფორმაციის მოძიებას და გაცნობას. დღემდე ვფიქრობ რომ ერთერთი საინტერესო და საყვარელი საქმეა ამ მიმართულებაში ახალი აზრების მოსმენა და დისპუტებში ჩართვა.