სიახლეები

1616 Views
განათლება

საჯარო განათლების ბინძური საიდუმლო

ცუდი სწავლება არის ხოლმე მთავარი ახსნა საშინლად არაადეკვატური საჯარო განათლებისა, რომელსაც ამერიკის ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობა იღებს. ეს მითია. მასწავლებლების უმრავლესობა, იშვიათი გამონაკლისების გარდა, ვისთანაც მიმუშავია ცხრა წლის განმავლობაში ნიუ იორკის საჯარო სკოლებში, იყო ძალიან მშრომელი და ნიჭიერი პროფესიონალი. სანამ განათლების სისტემაში დავიწყებდი მუშაობას, ყოველთვის მიკვირდა მათი ცუდი შედეგებისა. მეც მეგონა რომ პრობლემა სწავლებაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს სიმართლისგან ძალიან შორს იყო.


ნიუ იორკის საჯარო სკოლებში ფრანგული და იტალიური ენების სწავლებისას მივხვდი, რა იწვევდა პრობლემას, თუმცა ამისთვის რაღაც დრო დამჭირდა. მთავარი მიზეზი გავრცელებული მოსაზრების საპირისპირო იყო. წლების განმავლობაში მე ვმუშაობდი სამ სხვადასხვა სკოლაში, რომლებიც მაშინდელი სისტემის საკმაოდ კარგ მაგალითს წარმოადგენდნენ. ეს დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ მას შემდეგ სისტემა არ გამოსწორებულა, რადგან ფუნდამენტური პრობლემა არ იქნა გააზრებული და გადაჭრილი. მისი გამოსწორება არც თუ ისე რთული და ძვირი იქნებოდა.


ვაშინგტონ ირვინგის სკოლა, 2001–2004


მასწავლებლის კარიერა ნიუ-იორკში, ვაშინგტონ ირვინგის სკოლაში დავიწყე 2001 წლის 11 სექტემბრამდე რამდენიმე დღით ადრე. ეს მოკლე “თაფლობის თვე” იყო… კლასი ცოტა სკეპტიკურად უყურებდა ფრანგულის სწავლების მეთოდს — ინგლისურის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტები არც ისე ჩართულები იყვნენ, მაინც პატივისცემას ინარჩუნებდნენ. იმ საშინელი დღის პირველ ნახევარში წამიერად შემოგვესმა შემზარავი ხმაური. ეს იყო თვითმფრინავი ჩვენს თავზე, რომელიც მეორე წამში შეასკდა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთ კოშკს. შესვენებაზე ხმა გავრცელდა, რომ ორივე კოშკს შეასკდა თვითმფრინავები და ერთერთი უკვე ჩამონგრეულიყო. როდესაც გაკვეთილზე შევედი, ბავშვებს მოვუყევი მომხდარის შესახებ. მათ ტაში დაუკრეს და სიხარულის გამომხატველი შეძახილებით შეხვდნენ ამ ამბავს. ზოგი სკამზეც კი შედგა, რომ ეცეკვა გამარჯვების აღსანიშნავად. ამ ყველაფერმა თვალები ამიხილა, დამანახა, თუ რასთან გვქონდა საქმე.


შემდეგი სამი წელი კოშმარი იყო. სკოლა ქაოსმა მოიცვა. მაშინდელი დირექტორი დაითხოვეს და სხვა სკოლაში გაამწესეს. მიუხედავდ იმისა, რომ ეს ხმამაღლა არასდროს თქმულა, მასწავლებლებისგან ძირითადად რასაც მოითხოვდნენ, იყო სტუდენტების საკლასო ოთახებში დამაგრება და წესრიგი. სკოლა უზარმაზარი იყო, სადაც სტუდენტები სხვადასხვა პროგრამებს ხუთ სართულზე ინაწილებდნენ. აქვე იყო საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამა, რომელმაც დიდ ხანს ვერ გასტანა. რომელი ან როგორი პროგრამაც არ უნდა ყოფილიყო, ატმოსფერო მაინც ყალბი და საშიში ხდებოდა. დაცვა პატრულირებდა დერეფანში, ხანდახან პოლიციაც ერეოდა საქმეში. მიუხედავად იმისა, რომ მეტალის დეტექტორები სტუდენტებს ყველა შესასვლელში ამოწმებდა, ხანდახან იარაღი მაინც აღწევდა შიგნით. ზოგჯერ გოგონები ახერხებდნენ სამართებლის შეტანას — ამ იარაღს ბიჭების ყურადღების მისაქცევად იყენებდნენ. მე არ ვიცი, კიდევ რა იარაღების პოვნა შეიძლებოდა სკოლაში (მასწავლებლები ინახავდნენ, რაც შეიძლება საიდუმლოდ), თუმცა ერთ განსაკუთრებით უწესრიგო და საშიშ ბიჭს დანა დაარტყეს სკოლის წინ. რამდენიმე წლის შემდეგ მისი ძალადობრივი სიკვდილის შესახებ შევიტყვეთ… რა ტრაგიკულად გაიფლანგა ადამიანის სიცოცხლე, მისი პოტენციალი.


კვირებს თვეები მოსდევდნენ. თანდათან ცხადი ხდებოდა, რომ მოსწავლეები ვერაფერს სწავლობდნენ. ეს უფრო დაჩლუნგება იყო. მე რაც შემეძლო, იყო მათი წყნარად კლასში შეკავება. ხანდახან გოგონებისთვის მიწევდა დამეშალა ერთმანეთისთვის თმების ვარცხნა გაკვეთილზე. რამდენიმე მამაცმა მასწავლებელმა არჩია მაინც ინსტრუქციას გაჰყოლოდა. კერძოდ, ერთმა კარგმა ისტორიის მასწავლებელმა მითხრა, რომ მან შეაწყვეტინა საუბარი ორ გოგონას და მოსთხოვა მისთვის ყურადღება მიექცია გაკვეთილზე, რაზედაც ერთერთმა დამცინავად გამოიხედა და უპასუხა, “მე მასწავლებლებს არ ველაპარაკები”, შემდეგ ზურგი შეაქცია და საუბარი განაგრძო. მან მითხრა, რომ საუკეთესო სკოლა სადაც კი უმუშავია იყო ტეხასში, რომლის დირექტორი მხოლოდ კი არ აძევებდა ხანგრძლივად უდისციპლინო სტუდენტებს, არამედ მათ საშუალებას არ აძელვდა იმავე უბნის სხვა სკოლებში ესწავლათ. ამან გაამართლა, ისინი უკეთეს შედეგს დებდნენ.


აზრადაც კი არავის მოუვიდოდა ნიუ იორკში რომ “შიდა პატიმრობა” ყოფილიყო ერთერთი სადამსჯელო ღონისძიება. მოსწავლეთა შინ გამომწყვდევა “დისკრიმინაციული” ქმედებაა. შესაბამისი საბუთები შეივსებოდა, ყველაზე უწესრიგო მოსწავლეს ერთი ან ორი დღით გაუშვებდნენ ოთახში, სადაც თავისნაირივე უსაქციელოები იყვნენ. ანტიდისკრიმინაციულმა კანონმა კი ძალაუფლება მასწავლებლებიდან მოსწავლეების ხელში გადაიტანა.


ვაშინგტონ ირვინგში “მტრების’’ მიმართ მკაცრი დამოკიდებულება ჰქონდათ. ვისაც სწავლა სურდა, სხვები არ აძლევდნენ საშუალებას რომ ესწავლა. ყველას, ვინც კი “სისტემასთან ითანამშრომლებდა”, იმას აბულინგებდნენ. საშინაო დავალებას აღარავინ ასრულებდა. სტუდენტები ამბობდნენ, თუ ჩანთაში წიგნებს გვიპოვნიან, გვცემენო. ეს არ იყო ერთეული შემთხვევა, ბევრი სტუდენტი აღიარებდა ამას მასწავლებლებთან. ცოტა ვინმე თუ ახერხებდა წიგნების წაღებას სახლში. ეს წიგნები კი მათთვის ძალიან ძვირფასი ხდებოდა.


მე ყველანაირი მეთოდი ვცადე, რისი წარმოდგენაც შეიძლება, რომ დამეძლია მოსწავლეების დაუმორჩილებლობა, მაგრამ არაფერმა გაჭრა. რაღაც მომენტში იმდენი მოვახერხე, რომ ის ბავშვები, ვისაც სწავლა აინტერესებდათ, წინა მერხებზე გადმომესხა. როდესაც ეს დირექტორმა გაიგო, მისაყვედურა, თქვა ეს “დისკრიმინაციააო”. მომიწია ისევ მათი უკან დაბრუნება. წესრიგის დამყარების გარდა იმდენი მოვახერხე, რომ სიჩუმე ყოფილიყო დაცული მაშინ, როცა დროშის ერთგულების ფიცს ვამბობდით და რამდენიმე ფრანგულ სიმღერას წავიმღერებდით. მაგრამ ყოველთვის მიჭირდა სიწყნარე შემენარჩუნებინა სწავლების პროცესსა და მათ გაჩუმებაში.


მოსწავლეთა მხრიდან ძალადობა არ ნელდებოდა და ჩვენც გამოწვრთნილები ვიყავით ამის ატანაში. იქედან წამოსვლის დროს, მიუხედავად იმისა, რომ საქაღალდე სავსე მქონდა საჩივრებით, მხოლოდ ისეთები გადავეცი დირექციას, რომლებიც ყველაზე მეტად შემავიწროვებელი და შეურაცხმყოფელი იყო. თითო საჩივრის განხილვა გრძელი პროცესი იყო ყოველ ჯერზე. მოსწავლეთა მხარეს წარმოადგენდა მშობელი ან სხვა პირი, რათა დაეცვა მათი საქმე მთავარ მოსმენაზე. ჩემს მხარეს პროფკავშირის წარმომადგენელი იცავდა. ყველა საქმე წავაგეთ.


სხვათაშორის გოგონები უფრო უხეშები იყვნენ ვიდრე ბიჭები. მოგვიანებით საერთოდ წავიდნენ ხელიდან. ისინი უბრალოდ მაიგნორებდნენ. რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ბიჭები პრაქტიკულად პრობლემებს არ ქმნიდნენ. გოგონები კი თავისმხრივ შესამჩნევად ბოროტ ხასიათს ამჟღავნებდნენ. ერთმა გოგომ ერთხელ “თეთრი ძუკნაც” კი მიწოდა. ეს ძალიან სტრესული იყო და მე თვდაჯერებულობას მილახავდა. ჩემი სხვადასხვა დარღვევების შესახებ ხშირად ატყობინებდნენ დირქტორს, მაგალითად, როგორ გამოვართვი ფურცელი სტუდენტს. ერთხელ საყვედური მივიღე იმაზე, თუ რატომ გამოვართვი ჩემი საკუთარი ტელეფონი გოგონას, რომელიც მას ნახევარი საათის განმავლობაში ეჭირა და ყველა ჩემს თხოვნაზე დაებრუნებინა, უარს ამბობდა. ადმინისტრაცია ყოვეთვის სტუდენტების მხარეს იყო, მასწავლებელი ყოველთვის დამნაშავე გამოდიოდა. შეურაცხყოფიდან უკვე აშკარა ძალადობაზე გადმოდიოდნენ, თუმცა ხელით არავინ შემხებია. სიტუაცია დაძაბული იყო, გარდა იმისა რომ მყარ საგნებს, მაგალითად წყლით სავსე ბოთლებს გვესროდნენ, ასევე მასწავლებლებს უკნიდან თავში ურტყამდნენ ხოლმე, კიბეზე ხელს ჰკრავდნენ, კარებს ცხვირწინ გვიჯახუნებდნენ. სტუდენტების ლექსიკაც ძალიან უხამსი იყო. მაგრამ მაინც ყველაზე ხშირად სიტყვა “ზანგს” იყენებდნენ. ყველაზე საოცარი ამბავი ის იყო, რომ ამდენი მტკივნეული წლის შემდეგ ერთხელ მეც წარმოვთქვი ეს სიტყვა.


ხანდახან ხდება ხოლმე, რომ მეტის მოთმენა აღარ შეგიძლია. ერთ დღეს გოგონამ, რომელიც უკანა რიგში იჯდა, გადმოსძახა წინა რიგში მჯდომ ბიჭს: “იო ნიგა! შეწყვიტე!” მე ამ დროს წამოვიმართე და რაც კი ოდესმე მქონია ყველაზე გაბრაზებული ტონით ვუთხარი, “მე არ ვიცი კონკრეტულად რომელ ნიგას მიმართავ ქალბატონო, მაგრამ ვინც არ უნდა იყოს, ახლავე შეწყვიტე!” ბავშვები გაოგნდნენ, საკუთარ ყურებს ვერ უჯერებდნენ:


“ჰეი, მის! თქვენ ამის თქმის უფლება არ გაქვთ!”


“რატომაც არა? თქვენ ხომ სულ ამას გაიძახით.”


“ჰმ… იმიტომ, რომ თქვენ უფროსი ხართ.”


“ეს არ არის მიზეზი. მიდი, სიმართლე თქვი!”


ასე გრძელდებოდა ცოტა ხანს, სანამ ერთ-ერთმა მამაცმა ბიჭმა არ ამოღერღა:


-იმიტომ, რომ თეთრი ხარ


-ოქეი, — ვუთხარი მე, — იმიტომ, რომ თეთრი ვარ… მე რომ ახლა გითხრა, შენ არ გაქვს უფლება, რაღაც სიტყვა თქვა იმიტომ, რომ შავი ხარ, სწორი იქნება?


მათ აღიარეს რომ არა. ეს ამბავი დირექტორისთვის არავის შეუტყობინებია. დღემდე მიკვირს, როგორ არ დავკარგე სამსახური ამ ინციდენტის გამო, მაგრამ მე ეს როგორც ადამიანური ღირსების გამოვლინებად ჩავთვალე.


რა თქმა უნდა, ჩემი სწავლების მეთოდი გადახედვას საჭიროებდა. ბავშვები აღარ მისმენდნენ არც ფრანგულზე და არც ინგლისურზე, თუმცა რაღაც იდუმალი პატივისცემა მაინც მოდიოდა მათგან. ალბათ იმიტომ, რომ სიმართლე ვუთხარი. სულ მინდოდა მეთქვა, “ბავშვებო, ხომ ხედავთ, რომ თავს ინადგურებთ? დიახ, ვიცი, რომ სისტემა ცუდია, მაგრამ ეს ერთადერთი შოუა ქალაქში. გთხოვთ, გთხოვთ ნუ გაუკეთებთ ამას საკუთარ თავს! განათლება, ეს ერთადერთი გზაა გადასარჩენად.” მაგრამ არანაირი აზრი არ ჰქონდა. მე არ ვფლობდი იმ მაგიურ ძალას, რასაც სხვა მასწავლებლებისთვის წარმატება მოჰქონდა, თუმცა ასეთებიც ძალიან ცოტა იყო.


ტეხასელ ისტორიის მასწავლებელთან ერთად, ვაშინგტონ ირვინგის სხვა განმანათლებლებიც გამოირჩეოდნენ ექსტრაორდინარულობით. ერთი იყო მხიარული, ლიბანელი მათემატიკის მასწავლებელი, რომელიც ბავშვობაში პოლიომეილტმა დაახეიბრა. ის საკუთარ თავს “მილიონდოლარიან კაცს” ეძახდა, რადგან მისი ინვალიდის პარკინგის საშვი ძალიან მოსახერხებელი იყო მანჰეტენზე. მიუხედავად იმისა, რომ ყავარჯნებით დადიოდა, ბავშვები ყოველთვის მწყობრში ჰყავდა. რა იყო მისი საიდუმლო? ეს იყო მისი სრული გულგრილობა სტუდენტების მიმართ. საიდანაც ის გადმოვიდა, იქ მოსწავლეებს ასეთი მოქცევის უფლება არ ჰქონდათ. მეორე იყო გერმანელი მასწავლებელი, ლუთერანი მღვდლის ცოლი. მის გარეგნულ გამომეტყველებას შევადარებდი ვალკირს (ოდინის მებრძოლები ვიკინგურ მითოლოგიაში). ხმას ვერავინ იღებდა. ნემსის დავარდნასაც კი გაიგონებდით მის კლასში. მან მოახერხა და მცირეოდენი გერმანული შეასწავლა ძალიან მონდომებულ სტუდენტებს.


ყველაზე შთამბეჭდავი მაინც სიმპატური შავკანიანი ამერიკელი იყო მინესოტადან. ის ყველას გვჩრდილავდა, ფიზიკურადაც და მორალურადაც. მას ისეთი აურა ჰქონდა, თითქოსდა, მოწიწებას იწვევდა თავის კოლეგებში და სტუდენტებშიც. მგონი, სოციოლოგიას ასწავლიდა. ის ერთადერთი მასწავლებელი იყო, ვინც საკლასო ოთახის კარის ჩაკეტვა მოახერხა, რაც მას კიდევ უფრო მეტ მისტიკურობას მატებდა. მან იმდენი შეძლო, რომ სტუდენტების მობილიზებით ფეშენ შოუს ატარებდა ყოველი წლის ბოლოს. ისინი ქმნიდნენ ტანსაცმლის დიზაინებს და წარადგენდნენ პოდიუმზე ისევე ელეგანტურად და თავდაჯერებულად, როგორც ნამდვილი სუპერმოდელები. ნამდვილად იმსახურებდნენ ჩვენს აპლოდისმენტებს.


მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მუდამ ისტერიის და ძალადობის ზღვარზე იმყოფებოდა, მას ყველა ატრიბუტი გააჩნდა ტიპური ამერეკული სკოლისთვის. იქ იყო ექსკურსიები, ტალანტის შოუები, ბეჭდები და დღიურები, ქუდები და მოსასხამებიც კი. სხვადასხვა ატრიბუტს შორის იყო სკოლის დიპლომები, რომლებიც მეთორმეტე კლასელებს გადაეცემოდა, მაგრამ, ჩემი აზრით, მათი განათლება მეშვიდეკლასელებისას არ აღემატებოდა. დაწყებით კლასებს უკეთესი შედეგები ჰქონდათ, მაგრამ ყველამ იცოდა, როდესაც ბავშვები გარდატეხის ასაკს მიაღწევდნენ, პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო მათთვის რამე გესწავლებინა მათთვის, ვინც განგსტერული მენტალიტეტით იზრდებოდა გეტოში და მათთვისაც — უმრავლესობისთვის — ვინც ბულინგის შედეგად იძულებული იყო განგსტერულ წესებს დამორჩილებოდა.
მოსწავლეები სკოლაში სოციალური ცხოვრებისთვის დადიოდნენ, სისტემა ამას უნდა შეგუებოდა. ხმამაღლა არასდროს აღნიშნულა, რომ ეს იყო ”თეთრების” სისტემა, რომელსაც არ აღიარებდნენ, მაგრამ ეს ხშირად აშკარად შესამჩნევი იყო. პატარები იტყოდნენ, მაგალითად, “ამას შენ ვერ იტყვი, ეს თეთრების სიტყვაა!” ტყუილად შევახსენებდი ხოლმე, რომ საუკეთესო ორატორებს შორის ამერიკაში იყვნენ შავკანიანებიც, ვთქვათ, მარტინ ლუთერ კინგი და საუკეთესო მწერლებიც, როგორიც იყო ჯეიმს ბოლდუინი. მე ვეუბნებოდი ხოლმე, რომ არაფერია სათაკილო დიალექტით საუბარში, დიალექტები და ჟარგონები ნებისმიერ ენაში გამოირჩევიან მარავალფეროვნებითა და გამომხატველობით, მაგრამ სწორი ინგლისურის ცოდნაც აუცილებელია, ეს გონებას ხსნის. თითოეული ახალი სიტყვა შეძენილი განძია, ხოლო გრამატიკა აზრების დალაგებაში გვეხმარება.


მოსწავლეებს მაინც არაფერი ესმოდათ, თითქოს ყურები ჰქონდათ დახშული. ჩემდა გასაკვირად, შეუძლებელი აღმოჩნდა, მათი ილუზია დამემსხვრია იმის შესახებ, რომ კოლეჯში წასვლის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ისიც კი არ ჰქონდათ გააზრებული, რომ ასეთი ცოდნით, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, სახელმწიფო კოლეჯში თუ მოხვდებოდნენ. ამისი შანსიც ძალიან მცირე იყო. სამწუხაროდ, ბავშვებს სჯეროდათ ერთი რამის, როგორც ერთმა გოგონამ თქვა: “მე არ მჭირდება 85 ქულა ჰანტერ კოლეჯში მოსახვედრად, მე შავი ვარ და 75-თაც მიმიღებენ.” ისინი წახალისებულებიც კი იყვნენ ინტელექტუალური სიზარმაცისთვის!


ყველაზე ჯოჯხეთური სცენა, რასაც კი ვაშინგტონ ირვინგში შევსწრებივარ “ტალანტ შოუ”-ზე მოხდა. გაზაფხულის საღამო იყო, ჩაბნელებული დარბაზი სავსე იყო აგზნებული სტუდენტებით, ნერვიული კონსულტანტებით, მასწავლებლებითა და დაცვის თანამშრომლებით. ხმის გამაძლიერებლებიდან მუსიკა გრგვინავდა. ყურის მომჭრელი ხმაური კიდევ უფრო აღაგზნებდა იქ მყოფთ. ყველაზე დიდი “ტალანტი” წარმოდგენილთაგან იყო ის, რაც მათ ყველაზე ბუნებრივად გამოსდიოდათ: ყველა ნომერი — ეს იყო მოურიდებელი “დრაი ჰამფინგი”: ჩაცმულ მდგომარეობაში იმიტირებული სექსის სცენა — გოგონების უკანალის რიტმული ხახუნი ბიჭების უბეებზე. ყოველი შემდეგი გამომსვლელი ცდილობდა, რომ იგივე წინამორბედებზე უფრო ყოჩაღად გაეკეთებინა. ხმაურიან აუდიტორიაში ქაოსი მატულობდა. ვიღაც ჭკვიანმა, ვინც იქ პასუხისმგებელი იყო, ბოლოსდაბოლოს გათიშა მუსიკა, სცენის განათება გამორთო და სინათლე აანთო აუდიტორიაში. ამან ბავშვებში გაბრაზება გამოიწვია, სამაგიეროდ მასიური ისტერია შეწყდა. სტუდენტები, როგორც იქნა, დაშოშმინდნენ. დაცვამ მშვიდობიანად მოახერხა მათი გარეთ გაყვანა.
ერთხელ, ზედიზედ ორი დღე, სასმელების ჩამოსასხმელი აპარატი ჩააგდეს ქვედა სართულზე, რის შემდეგაც ყველა აპარატი აიღეს “სტუდენტების უსაფრთხოებისთვის”. ერთხელ კი ორი სკამი ისროლეს შენობიდან, რამაც ქალი დააზიანა ქვემოთ. ამას მოჰყვა “ცუდი პრესა” და სულელური გამართლება. ერთხელ ხმა გავარდა, გოგონების დაჯგუფება მექსიკელი გოგონას ცემას აპირებდა. სტუდენტების დიდი ნაწილი შემდეგ გაკვეთილზე არ შევიდა იმიტომ, რომ სეირისთვის ეყურებინა. სავსე დერეფანში ისინი ერთმანეთს აწვებოდნენ, ჭყლეტა იყო. მეც იქ მოვყევი და ძირს დავეცი, ბავშვებმა ზედ გადამიარეს, ერთმანეთს იდაყვებით იგერიებდნენ. ბოლოს, ერთერთი სტუდენტი მომეხმარა ფეხზე ადგომაში. ძალიან შეშინებული ვიყავი, ექთნის ოთახში შემიყვანეს, წნევა მქონდა ძალიან მაღალი, ექთანმა ექიმის ნახვა მირჩია, მაგრამ უარი ვუთხარი. შემდეგ ჩემი ქმარი მოვიდა და შინ წამიყვანა.


ცოტა ხნის შემდეგ მასწავლებელთა პროფკავშირი დაუპირისპირდა განათლების დეპარტამენტს, ისედაც მყიფე დისციპლინის კიდე უფრო შერბილებისთვის. მათ მოაწყვეს პრესკონფერენცია და მეც მთხოვეს მესაუბრა უსაფრთხოების გაუარესებაზე. დირექტორმა უარი მითხრა გაშვებაზე მიუხედავად იმისა, რომ სხვა მასწავლებელი თანახმა იყო ჩემ მაგივრად ემუშავა იმ დღეს. როგორც კი გაკვეთილები დასრულდა, პროფკავშირის წარმომადგენელმა მითხრა, სასწრაფოდ წავსულიყავი კონფერენციაზე — ჯერ კიდევ შემეძლო მისწრება. კითხვები დამისვეს ჟურნალისტებმა, მე მათ ვუამბე ჭყლეტის ამბავი. ადგილობრივ პრესაში პატარა სეგმენტი დაუთმეს ამ ამბავს. დირექტორი გაცხარდა, მითხრა, რომ მე სკოლისთვის სახელის გატეხვა და სახალხოდ გამოჩენა მინდოდა. თუმცა, პროფკავშირმა ეს საქმე მოიგო და არსებული არაადეკვატური დისციპლინა გამოსწორდა, რაღაცები დაუბრუნდა თავის ძველ დონეს ცხელ ქაოსში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ძლიერი ფსიქიკა ინგრეოდა, მაინც არ მინდოდა დანებება. პროფკავშირმა მირჩია, კონსულტაციაზე წავსულიყავი — მე ამაში გამოსავალს ვერ ვხედავდი, მაგრამ მაინც დავთანხმდი, მენახა მათი სოციალური მუშაკი თერაპიისთვის. მისი საუბრიდან “ასეთი კარგი გოგო, აქ რას აკეთებს?” პათოსი იგრძნობოდა და მივხვდი, დროს ტყუილად ვკარგავდი. მერე დავიწყე წერილების მიწერა კავშირის ავტორიტეტებისთვის. ვატყობინებდი არსებული სიტუაციის შესახებ. კავშირის პრეზიდენტი რანდი ვაინგარტენი და ჯოელ კლაინი იყვნენ ჩემი წერილების ადრესატები. კორესპონდენციებში დეტალურად აღვწერდი ჩვენს პრობლემებს. შედეგს ვერ მივაღწიე… ასევე ვიყავი ქალაქის მუნიციპალიტეტში, კარგად მომისმინეს, ზრდილობიანად, მაგრამ პასუხი არც მათგან მიმიღია.


ცოტა ხნის შემდეგ ჩემი საყვარელი ქმარი გარდაიცვალა ხანმოკლე ავადმყოფობით. სტუდენტებმა ეს იცოდნენ და როცა დავბრუნდი, დაღვრემილები დამხვდნენ. მაგრამ ერთხელ შუადღეზე, გოგონამ ჩუმად მომაძახა, “შე დამპალო ძუკნა”. ამან საბოლოოდ დამანგრია. მე დავიწყე ყვირილი, ყველას ვუყვიროდი, რომ ოთახიდან გასულიყვნენ!.. ისე გაცხარებით ვყვიროდი, რომ მიუხედავად სტუდენტებსა და მასწავლებლებს შორის ფიზიკური კონტაქტის აკრძალვისა, ჩემმა ხმამ თავისი მაინც გააკეთა. ასევე მკაცრად იყო აკრძალული სტუდენტის გაძევება ოთახიდენ, მე კიდევ მთელი კლასი გავაძევე. ერთი გულკეთილი მასწავლებელი გამოვიდა გვერდითა ოთახიდან ჩემს დასაწყნარებლად. ადმინისტრაციამ თანამიგრძნო და სასჯელი აღარ დამაკისრა.


ამასობაში, პროფკავშრმა როგორღაც იპოვა “კარგი გოგოს” სამსახური, ბრუკლინის ტექნიკურ სკოლაში ფრანგულისა და იტლიურის მასწავლებლის პოზიციაზე. იქ არ იყო საკმარისი საათები მხოლოდ ფრანგულის მასწავლებლისთვის, სრულ განაკვეთზე რომ ემუშავა და წავიდა.


ბრუკლინ ტექი (ბრუკლინის ტექნიკური სკოლა), 2004–2009


ბრუკლინ ტექი შედიოდა ნიუ იორკის ტოპ სამეულში. სტუდენტები იქ ტესტებით ხვდებოდნენ. ჩემი პირველი დირექტორი იყო დიდი და მხიარული შავკანიანი კაცი, მაგრამ ის რაღაც მცირე დარღვევაზე შეისწრეს და გაუშვეს. მისი დანაშაული მდგომარეობდა იმაში, რომ მისი ქალიშვილი დადიოდა ნიუ იორკის სკოლაში ნიუ ჯერსიდან, სადაც ის ცხოვრობდა. ეს კი ადგილობრივი წესების დარღვევა იყო. ამის შემდეგ 20 მილიონიანი ფონდი შეიქმნა რესტრუქტურიზაციისთვის. ახალმა დირექტორმა გააუქმა კლასგარეშე პროგრამა, რომელიც “ვითომ” ეხმარებოდა გაჭირვებული ოჯახებიდან ბავშვებს ამ სკოლაში მოსახვედრად. შედეგად უდისციპლინობა სკოლაში მნიშვნელოვნად შემცირდა.


ახალი დირექტორის სიტყვა კანონი გახდა. წესის მიხედვით, რომლითაც ახლებთან შედარებით ძველებს ეძლეოდათ უპირატესობა, ჩემი იქ სამსახური უფრო დაუცველი გახდა. მოსწავლეების უმრავლესობა ახლად იმიგრირებულები იყვნენ აზიიდან, ლათინური ამერიკიდან და აღმოსავლეთ ევროპიდან. მცირე ნაწილი იყო უფრო ადრე იმიგრირებული ირლანდიური და ებრაული ოჯახებიდან. თვალშისაცემი იყო მრავალმხრივი კულტურული განსხვავება, რაც ძალიან მხიბლავდა.


ჩვენი დირექტორის მოადგილე იყო ერთი მხიარული და ცინიკოსი კაცი, რომელსაც ადვილი ცხოვრება უყვარდა. მასთან მუშაობა ერთი სიამოვნება იყო. შრომატევადი იყო დიდ კლასებში მუშაობა, სადაც ნიშნები უნდა დაგვეწერა სტუდენტების ნაშომებზე, რასაც კარგად გვიფასებდნენ. პარასკევს, ნაშუადღევს გამოაცხადებდა ხოლმე, “აბა გოგონებო და ბიჭებო, ბანკში წასვლის დროა!” რაც ნიშნავდა იმას, რომ შეგვეძლო სახლში დროზე ადრე წავსულიყავით. თუმცა ზოგიერთი მასწავლებელი მაინც ბოლომდე რჩებოდა, რომ სამუშაო იქვე მოელიათ და სახლში აღარ ეფიქრათ სამსახურის საქმეებზე.


მიუხედავად უწესრიგო მოსწავლეებისა, თავიდან კლასები მაინც მართვადი იყო. რაც უმცროსებს აკლდა აკადემიური კუთხით, ეს ენთუზიაზმი იყო. მიუხედავად ამისა, რაც დრო გადიოდა, მენეჯმენტი უფრო რთული ხდებოდა. ზედამხედველობა უფრო გამკაცრდა ხშირი შეკრებებითა და შეხვედრებით კლასებთან. ზოგიერთი “ექსპერტი” მაღალ ეშელონებში თვლიდა, რომ ჩვენ უნდა მოგვეხდინა წერილობითი დასაბუთება იმისა, რომ ჩვენ მიერ ჩატარებული გაკვეთილები, შეესაბამებოდა მკაცრ სტანდარტებს. ახალ დირექტივებში არ იქნა გათვალისწინებული უფრო მოსახერხებელი მეთოდით მიდგომა უცხო ენების სწავლებისთვის, რაც მოითხოვდა ოთხი სხვადასხვა უნარის განვითარებას (მოსმენა, საუბარი, კითხვა, წერა). სამწუხაროდ, ჩვენმა “ჯიგარმა” დირქტორის ასისტენტმა გააუარესა ბიუროკრატია და ისე გავიდა პენსიაზე. ექსცენტრული, ოპერის მოყვარული, იმურით სავსე კადრის მაგივრად, მოგვიყვანეს დამჯერე ბიუროკრატი რომელმაც შემოიღო ახალი წესები.


ჩემი მუშაობის მე-5 წელს მან მამცნო, რომ გაძლიერებული ფრანგულის მასწავლებელი უნდა ჩამენაცვლებინა, რადგან მას ცუდი შედეგები ჰქონდა. მე გავლილი მქონდა გაძლიერებული სწავლების ტრეინინგი და ვემზადებოდი ახალი გამოწვევისთვის, რომელიც სექტემბერში უნდა დაწყებულიყო. სკოლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე მან დამირეკა და მითხრა რომ ჩემი სამსახური გაუქმებული იყო. როგორც აღმოჩნდა, “არ იყო საკმარისი ინტერესი ფრანგულზე”, რომ დამეცვა ჩემი პოზიცია. ეს მოხდა მოსწავლეებისა და მათი მშობლების პროტესტის მიუხედავად. მე მინდა ვიცოდე, როგორც პროფკავშირის მრჩეველმა, ზედმეტად ბევრი კითხვა ხომ არ დამისვამს დირექტორისთვის. ის ისეთი კეთილი იყო, რომ ადგილიც კი მიპოვა პრესტიჟულ სკოლა — ბრუკლინ ფლეტლენდში.

ვიქტორი კოლიჯეთ სკოლა, 2009–2010


ვიქტორი კოლიჯეთი საკმაოდ პერპექტიული სკოლა ჩანდა. ის ბილ გეითსის ფონდიდან ფინანსდებოდა და იყო ერთერთი იმ ორი თუ სამი ახალი ექსპერიმენტული სკოლიდან, რომელიც თანაარსებობდა ერთ დროს დაფასებულ სამხრეთ სანაპიროს სკოლებთან ერთად. სკოლა სანახევროდ საშუალო კლასის მოსახლეობას ემსახურებოდა, სანახევროდ გეტოში მცხოვრბ შავკანიანებს. დირექტორმა ამაყად მითხრა, რომ მოსწავლეები უნიფორმას ატარებდნენ და მობილური ტელეფონები არ დაიშვებოდა. კლასები მცირე ზომის იყო სხვა სკოლებთან შედარებით და დისციპლინის პრობლემებიც არ უნდა ყოფილიყო.


მიუხედავად დიდი დარტყმისა ჩემს კარიერაზე, მე მაინც იმედიანად გავეშურე სკოლისკენ. მეტალის დეტექტორებზე უნდა მივმხვდარიყავი რაღაცას. ნებისმიერი სახის პრეტენზია უგულებელყოფილი იყო. მობილური ტელეფონები მუდმივ პრობლემას წარმოადგენდა. ადმინისტრაცია თვალს ხუჭავდა ფართოდ გავრცელებულ ანტისოციალურ ქმედებებზე.


გამეორება გამოგვივა, რომ ჩამოვყვეთ მაგალითებს თუ როგორ ძალადობდნენ მასწავლებლებზე მოსწავლეები. სიმართლე იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეს იყო იგივე ვაშინგტონ ირვინგის სკოლა, ოღონდ უფრო პატარა. დირექტორის საუბარი კარგ როლს თამაშობდა, მათ სჯეროდათ, რომ მოსწავლეების შექებით და მეგობრული მიდგომით ისინი დიდ საქმეებს აკეთებდნენ და სინამდვილეში, ის მათ ასე უფრო კარგად აკონტროლებდათ. საქმეს ის აუარესებდა, რომ მასწავლებელთა კორპუსი შედგებოდა ახალგაზრდა, იდეალისტების ჯგუფისგან, რომლებიც ძირითადად არასამთავრობო ორგანიზაციიდან “ვასწავლოთ ამერიკისთვის” იყვნენ გადმოსულები და არა გამოცდილი ვეტერანებისგან, რომლებიც მრავლად იყვნენ ჩემს წინა სკოლებში. მე რაღაც უცნაური ანომალია ვიყავი მათთან შედარებით. რა?! მე არ მეცოდებოდა ეს ბავშვები? მე არ ვიტყუებდი თავს იმით, რომ ისინი ჩვენზე არ იძალადებდნენ? ახალ მასწავლებლებს ძალიან სჯეროდათ გავრცელებული იდეოლოგიის, რომ მოსწავლეების ცუდი ქცევა მოსალოდნელი იყო და რომ ჩვენ მათთვის ზედმეტი კითხვების გარეშე უნდა გვესწავლებინა ახალი ხედვების შესაბამისად.

ეს გამოიხატებოდა ლიტერატურის, გრამატიკისა და ისტორიის ცოდნის არ არსებობაში, რაც წყენას უფრო ხაზს უსვამდა. ერთი მაგალითი “ლიტერატურის”, რაც ჩვენ უნდა გვესწავლებინა, იყო რასისტული და უხამსი. მთავარი პერსონაჟი იყო მსუქანი, სკოლას თავსდანებებული 14 წლის ფეხმძიმე. ჟარგონი, რომლითაც ის იყო დაწერილი, უცნობი იყო ბევრი მოსწავლისთვის. გაკვირვებულმა ვკითხე ინგლისურის მასწავლებელს, რატომ უნდა წაეკითხათ ბავშვებს ეს ნაგავი-მეთქი. მან გაოცებული სახით მიპასუხა: ჩვენ უნდა ვასწავლოთ “ლიტერატურა, რასთანაც ისინი ასოცირდებიან”. საიდან დაასკვნა სკოლის სისტემამ, რომ ამ წიგნში იყო მოცემული უზნეო გარემო წარმოადგენდა სრულიად შერეული ოჯახების ჯგუფს, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ და რომელთა უმრავლესობა იყვნენ საშუალო კლასის პროფესიონალები კარიბიდან? “ინგლისური ენის ხელოვნების” დეპარტამენტმა (სიტყვა “ინგლისური” იყო ზედმეტად “ევროცენტრული”) შექსპირს “პატივი მიაგო” და “რომეო და ჯულიეტა” შეამცირა რამდენიმე ასეულ სიტყვამდე.


ჩემს პატარა კლასში ნახავდით დიდ ბარაკ ობამას ფოტოს წარწერით “Notre Président” (ჩვენი პრეზიდენტი). ეს სურათი ისევე ნაკლებად ასოცირდებოდა მოსწავლეებთან, როგორც “დროშის ერთგულების ფიცი” (რომელსაც ყოველი დღის დაწყების წინ ამბობდნენ). როგორც ვაშინგტონ ირვინგში, სულ, რასაც აქ ვახერხებდი, იყო “ერთგულების ფიცზე” წამომდგარიყვნენ და რამდენიმე სიმღერა ემღერათ. წლის ბოლოს გამიჩნდა სევდიანი კმაყოფილების გრძნობა როდესაც მითხრეს ექსკურსიის შემდეგ:


-მერი, ამას არ დაიჯერებ! ბავშვები ფრანგულ სიმღერებს მღეროდნენ მთელი გზა ვაშინგტონში!
საკლასო ოთახში ბავშვები იმას აკეთებდნენ, რაც თვითონ სიამოვნებდათ. რადგანაც კლასები პატარა იყო, ზოგიერთმა მოხაერხა ცოტაოდენი ფრანგულის სწავლა, მაგრამ უმეტესობა ჯიუტად მაიგნორებდა. ერთ კარგად დასამახროვრებელ 16 წლის ახალგადმოსულ გოგონას ჩიკაგოდან უყვარდა ფრანგული, თუმცა მე არ მცემდა პატივს. ის იყო მაღალი, სუსტი, საკმაოდ ლამაზი და შეყვარებული, როგორც ჩანს გოგონაზე იმავე კლასში, რომელიც ასეთივე სილამაზით არ გამოირჩეოდა. მთელი წლის განმავლობაში სულ ერთად იყვნენ. მე როგორც იქნა მოვახერხე მათი დაშორება — მოვითხოვე მოშორებით დამჯდარიყვნენ, რადგან ძალიან რთული იყო შემეჩერებინა მათი ალერსი საკლასო ოთახში. ამის შემდეგ იყო, რომ მიუხედავად მისი ფრანგულისადმი სიყვარულისა, ჩიკაგოელმა გოგონამ ჩემი კლასი დატოვა და აღარც დაბრუნებულა, გარდა ერთი შემთხვევისა, როცა კინოს ვუყურებდით. ის შემოვიდა, დაჯდა, უყურა ჩვენთან ერთად და მაშინვე დაგვტოვა, როგორც კი კინო დამთავრდა. ეს არ იყო უჩვეულო ქცევა. ზოგიერთი მოსწავლე დერეფანში დარბოდა, ისე დადიოდნენ, როგორც გაეხარდებოდათ.


ისევე როგორც ადრე, სტუდენტები აქტიურად იყვნენ ჩართულები სკოლის ცხოვრებაში. როგორც ადრე, ისევე ვდილობდი მათ ჩართვას სასწავლო პროცესში. ერთი დასამახსოვრებელი შემთხვევა მოხდა: მე მათ ვუთხარი, “თქვენ აქ სათამაშოდ არ დადიხართ, თქვენ აქ თქვენი ინტელექტი უნდა განავითაროთ”. მოსწავლეების ცალსახად გაკვირვებული მზერით მიხვდებოდით, რომ ჩემი სიტყვები მათთვის სრულიად ახალი კონცეპტი იყო.


სკოლას ჰყავდა განსაკუთრებით კარგი მათემტიკის მასწავლებელი, სხვა, არანაკლებად კარგ, მასწავლებლებს შორის. ნოემბერში, მოსწავლეებს უწევდათ წინასწარი ცოდნის შესამოწმებელი ტესტის ჩაბარება. ეს ყველა უმცროსკლასელს ეხებოდა და წარმოადგენდა მოსამზადებელ ტესტს უფრო დიდი საგაზაფხულო გამოცდისთვის. ტესტის პირველ ნახევარს მეთვალყურეობას მე ვუწევდი. როგორც მევალებოდა, დავდიოდი მერხებს შორის და თვალყურს ვადევნებდი. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. როდესაც ენის ნაწილი დასრულდა და მათემატიკა იწყებოდა, რატომღაც მოსწავლეები გაჩერდნენ და მერხებს მიაშტერდნენ. მე ჩუმად ვურჩევდი არ დანებებულიყვნენ, მაგრამ მათი პასუხი იყო, “ამას მე ვერ ვიზამ მის, ძალიან რთულია”. ვერაფერი მოვუხერხე, ასე იჯდნენ ჩემი ნახევრის დამთავრებამდე.


ამ ტესტების პასუხები რომლებიც გაზაფხულზე მოვიდა ძალიან დაბალი იყო, მიუხედავად იმისა რომ ყველა გამოტოვებული პასუხი მათემატიკის ტესტებიდან შევსებული იყო. ალბათ შემდეგი მეთვალყურე აიძულებდათ მათ შეევსოთ გამოტოვებული პასუხები, ან ეს სულაც ადმინისტრაციამ გააკეთა… კიდევ ერთი ნათელი მაგალითი იმ დიდი ტყუილისა, რასაც სკოლის სისტემა უშვებდა.


ჰაიტის 2010 წლის საშინელი მიწისძვრის შემდეგ, ბევრი ჰაიტელი შემოუერთდა ჩვენს სკოლას. უმცროსები გამოირჩეოდნენ თვიანთი კარგი მანერებით და სწავლისადმი ინტერესით, რაც მათ მაღალ კულტურაზე მიანიშნებდა. მათ დიდი ცვლილებები შემოიტანეს სკოლაში, თუმცა ამან დიდ ხანს ვერ გასტანა. ისინი მალევე გაებნენ მტრული გარემოს ხაფანგში.


ივნისში ეს ყველაფერი ცუდად გამოვლინდა. გარდა აკადემიური წლის მთლიანად ჩავარდნისა, ასევე ხმა გავრცელდა, რომ ათი გოგონა ფეხმძიმედ იყო. სკოლაში მხოლოდ 90 მოსწავლე იყო, ეს რიცხვი კი ათ პროცენტზე მეტს წარმოადგენდა. ფეხმძიმე გოგონების უმრავლესობა ახალგადმოსულები იყვნენ. “პატარა მამები” კი ამაყობდნენ თავიანთი “ვაჟკაცობით” და “ევოლუციური წარმატებით”. სხვათაშორის, ერთ-ერთი იყო ის ლამაზი ‘ლესბოსელი’ ჩიკაგოდან, რადგან მისი პარტნიორი აქეთ-იქით დაძვრებოდა. მოკლედ, რთული იყო თანაგრძნობა არ გაგჩენოდა მის მიმართ.


კიდევ ერთხელ უეცრად და საბოლოოდ გავტყდი. საფრთხე იქიდან მოვიდა, საიდანაც ნაკლებად ველოდი. ეს იყო დიდი ბიჭი, რომელსაც ყოველთვის ჩაგრავდნენ. ის იმყოფებოდა განსაკუთრებული სწავლების პროგრამაზე და არასდროს მასთან პრობლემა არ მქონია, როცა მის კლასში შევდიოდი ჩანაცვლებით. მაგრამ ერთხელაც, რაღაც გაურკვეველი მიზეზით ეს ზრდილობიანი “გოლიათი” ჩემთან მოვიდა და მეუბნება “ტრაკს გაგიხევ”. ეს იყო უკანასკნელი შეურაცხყოფა, რომელიც ნიუ-იორკის საჯარო სკოლაში გადავიტანე.
მე იმავე დღეს წამოვედი და აღარასდროს დავბრუნებულვარ. ბევრი რამ დამრჩა იქ: ტრინკეტები, რომლებიც საფრანგეთიდან ჩამოვიტანე, ვაპირებდი საჩუქრად გადამეცა საუკეთესო მოსწავლისთვის… ასევე, საუკეთესო გამოცემა “Les Fables de Jean de la Fontaine”, საკლასო ჩანაწერები, ფრანგული ჟურნალები, დისკები და სხვა სასწავლო ნივთები. მაგრამ წამოვიღე ყველაზე მნიშვნელოვანი რამ: ცოდნა შიგნით მყოფის თვალით დანახული დამპალი სისტემისა.


ერთმა მასწავლებელმა დამირეკა და მითხრა ეს პირდპირ არ უნდა გამეგო და მათ კულტურაში “ტრაკს გაგიხევ”, “ჭკუას გასწავლის” ნიშნავს. აღარ მაინტერესებს, ვუპასუხე მე. მეორემ დამირეკა, რათა თავისი გაოცება გამოეხატა, თუ როგორ მივატოვე მოსწავლეები. ამას რაღა მნიშვნელობა აქვს, — ვუპასუხე, — ისინი მაინც არაფერს სწავლობენ. სკოლა ნიშნებს მაინც დაურიგებდათ, მიუხედავად იმისა, მე რას ვასწავლიდი.


ცუდი სწავლება ან ფულის ნაკლებობა, არ არის მიზეზი იმისა, რის გამოც ჩვენი ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობა ზიანდება. ნამდვილი პრობლემა არის უარყოფის პოლიტიკა, რომელსაც არასოდეს ღიად არ აღიარებენ ხელისუფლებაში.


რატომ ამბობს უარს განათლებაზე სრულიად ნორმალური მილიონობით მოზარდი? მიზეზი ის არის, რომ გულის სიღრმეში ყველამ იცის: თავიანთი კანის ფერის გამო ბევრი არ მოეთხოვებათ. ისინი ამას ძალიან განიცდიან. ან როგორ შეიძლება არ განიცდიდნენ, როდესაც მათ ნაკლულად თვლიან? ეს ხომ ლოგიკურია, ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან, მაგრამ ვერ გამოხატავენ თვიანთ განცდებს და არც ესმით ამის მიზეზი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ძალაუფლების მქონე უფროსები სიმართლეს მალავენ. ამიტომაც თვიანთი სიბრაზე გადააქვთ ან საკუთარ თავზე ან მასწავლებლებზე.


ისინი ასევე შურს იძიებენ ყალბ სისტემაზე, რომელიც მათ თითქოსდა განათლებას აძლევთ. ადმინისტრაცია მალავს თავის არაკომპეტენტურობას და როდესაც რამე შავდება, ისინი იწყებენ მშობლების და მასწავლებლების დადანაშაულებას, იმიზეზებენ ფულის ნაკლებობას, სიღარიბეს, რასიზმს და ა.შ. მედია დინებას მიჰყვება. ჩვენი კანონმდებლებიდან დაწყებული, მთელი ქვეყანა ამ ტყუილს ჭამს.


რატომ აღიარებენ მხოლოდ ერთეულები სიმართლეს ხმამაღლა? იმიტომ, რომ ამერიკაში რასასთან მიმართებაში ტაბუდადებული კითხვების ფასი ძალიან მაღალია და ეს მათ ძვირი დაუჯდებათ. რაც აზარალებს ჩვენს ყველაზე გაჭირვებულ მოსახლეობას, არის არ ქონა პოლიტიკური ნებისა პრობლემების რეალურად მოსაგვარებლად. პირველი, რაც უნდა მოხდეს, არის “ანტი-დისკრიმინაციული” კანონის შეცვლა, რომელიც ასე კვებავს ანტი-სოციალურ ქცევას. წესრიგის დამრღვევი მოსწავლეები გაძევებულ უნდა იქნან კლასებიდან, არა დასჯის მიზნით, არამედ იმისთვის, რომ დავიცვათ ის უმრავლესობა, ვისაც სწავლა სწყურია.


მერი ჰადსონი — ყოფილი მასწავლებელი და თარჯიმანი
წყარო: quillette.com
თარგმნა: Vazha Samkharadze
კორექტირება: გიორგი ჯუმბერის ძე ჭაუჭიძე

კომენტარები