სიახლეები

255 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: ამ ქვეყნის პოლიტიკა ახალგაზრდებმა უნდა შეცვალონ

მე მჯერა, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკაში უნდა მოვიდნენ ახალგაზრდები და გაწიონ ის ხალხი, ვინც დღესაა. მანამ, სანამ პოლიტიკაში არ მოვლენ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდები მანამდე ქართული პოლიტიკა იქნება, საბჭოთა ქართველების პოლიტიკა.

ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა პარლამენტთან მიმდინარე ლაივ გადაცემაში, რომელიც აქცია "სირცხვილიას" ორგანიზატორების შექმნილია.

ჯაფარიძის თქმით, მომავალი დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ახალგაზრდებისაა და ქართულ პოლიტიკაში უმნიშვნელოვანესია ახალი სახეების გამოჩენა.

გირჩმა ბევრი რაღაც გააკეთა, რითიც შეიძლება მე ვამაყობდე, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაშიც მგონია, რომ ჩავარდნა გვაქვს არის ის, რომ ჯერ კიდევ ვერ შევძელით ბევრი ახალგაზრდის გამოჩენა. მართლა მგონია, რომ რაღაც თვალსაზრისით მეც უნდა გადავიწიო უკან და უამრავი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა, მათ შორის იმ ღირებულებების მატარებელი, რომლისაც მე მჯერა და რომლისთვისაც მე ვიბრძვი, დიდი სიამოვნებით გადავაბარებდი მათ ამ ყველაფერს და დავეხმარებოდი ამ საქმის კეთებაში.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, მანამ, სანამ რეალური პოლიტიკური ცვლილებები არ მოხდება და ახალგაზრდები არ დაიწყებენ ამ ცვლილებებს, იქამდე ვიცხოვრებთ საბჭოთა საქართველოში.

კომენტარები