ეროვნული ბანკის საიდუმლო

დეპუტატის წერილები

სადეპუტატო წერილი არის პარლამენტის წევრების უფლებამოსილება დაუსვან კითხვა ნებისმიერ სახელმწიფო თუ სამთავრობო უწყებას, რომლებიც თავის მხრივ ვალდებულნი არიან განსაზღვრულ ვადაში გასცენ პასუხი.

თარიღი: 01/07/2021

სანდროს შეფასება:

 

 

თარიღი: 15/06/2021

პრეისტორია:

მას შემდეგ, რაც დაგროვებითი პენსია საქართველოს მოქალაქეთა ვალდებულებად იქცა, საკმაოდ დიდი რაოდენობის ფულმა მოიყარა თავი საფენსიო ფონდში. როგორც ცნობილია, მილიარდზე მეტი საპენსიო ფონდმა კომერციულ ბანკებში განათავსა. სანდრო რაქვიაშვილის თქმით, ამ ფულის ბანკში განთავსება, თავისი არსით, ამ ბანკების სუბსიდირებას გულისხმობს, ვინაიდან ისინი ამ ფულით სესხებს გასცემენ, ამიტომ სანდროს ინიციატივით სადეპუტატო კითხვა მივწერეთ საქართველოს ეროვნულ ბანკს, რითიც მინიმუმ იმის გაგება იქნებოდა შესაძლებელი, თუ რომელი ბანკები სარგებლობენ პრივილეგიებით საპენსიო ფონდთან და ეროვნულ ბანკთან ურთიერთობაში: 

თარიღი: 15/06/2021

მოგესალმებით, 

გთხოვთ, მოგვაწოდოთ ინფორმაცია, საქართველოს საპენსიო სააგენტოს მიერ კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელებული ინვესტიციების და ვადიან დეპოზიტებზე განთავსებული საპენსიო აქტივების შესახებ. (ინფორმაცია ჩაშლილი, ინვესტიციების და დეპოზიტების განთავსების თარიღების, ინვესტიციების და დეპოზიტების მოცულობების და მიმღები ბანკების დასახელებების მიხედვით).

- სანდრო ეროვნულ ბანკს. 

თარიღი: 30/06/2021

ბატონო ალექსანდრე,

თქვენი 2021 წლის 15 ივნისის #6016/3-77/21 წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ 2021 წლის 25 ივნისის მდგომარეობით სსიპ - საპენსიო სააგენტოს მიერ კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა შეადგენს მთლიანი პორტფელის 69.4%-ს, ვადიან დეპოზიტებზე განთავსებული საპენსიო აქტივები - მთლიანი პორტფელის 1.2%-ს, ხოლო მიმდინარე ანგარიშებზე განთავსებული სახსრები - 29.4%-ს.

რაც შეეხება თითოეულ კომერციულ ბანკში განთავსებული საპენსიო აქტივების მოცულობას, აღნიშნული, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე- 20 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას, რისი გათვალისწინებითაც, ინფორმაციას მხოლოდ აგრეგირებული სახით გიგზავნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ სსიპ - საპენსიო სააგენტოს. 

- კობა გვენეტაძე. 

 

საბოლოო შეფასება:

როგორც იცით, დეპუტატის კითხვაზე დროული და სრული პასუხის გაცემა სავალდებულოა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს მიერ, თუ დეპუტატის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია არ არის სახელმწიფო საიდუმლოება. აღნიშნული პრივილეგია გამყარებულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, ამიტომ ვგეგმავთ კიდევ გავუგზავნოთ ეროვნულ ბანკს შეკითხვა სრული პასუხის მისაღებად. 

 

დოკუმენტები:

 

 

 

 

ვაპირებთ სადეპუტატო კითხვები ვაქციოთ სერვისად, რომელსაც მომავალში გირჩის სამეფოს წევრები მიიღებენ, თუმცა რადგან ეს სერვისი ჩვენთვისაც და ამომრჩევლისთვისად სიახლეა, ჯერჯერობით ღირებულება უცნობია.

ჩვენი ყველა ქმედების მორალური კომპასია გირჩის კონსტიტუცია

თუ დაინტერესდით ამ და მსგავს თემებზე ჩვენთან ერთად ბრძოლით, გირჩის სამეფო არის აქ.

 

ავტორი: მარიამ შენგელია 



კომენტარები