სიახლეები

სიმართლე ნამახვანჰესზე

სადეპუტატო წერილი არის პარლამენტის წევრების უფლებამოსილება დაუსვან კითხვა ნებისმიერ სახელმწიფო თუ სამთავრობო უწყებას, რომლებიც თავის მხრივ ვალდებულნი არიან განსაზღვრულ ვადაში გასცენ პასუხი.

თარიღი: 19/06/2021

 

თარიღი: 30/05/2021

პრეისტორია:

როგორც სანდრო რაქვიაშვილი აღნიშავს, ნამახვანჰესის ირგვლივ დისკუსია, როგორც წესი, ურთიერთბრალდებასა და იარლიყების მიკერების იქით არ მიდოდა, მას კი აინტერესებდა, თუ რამდენად მომგებიანია ეს პროექტი და ვის ვიცავთ - ბიზნესს თუ გადასახადების გადამხდელების მიერ სუბსიდირებულ კომპანიას. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის საშუალო ფასი ნამახვანჰესის ელექტროენერგიის ფასზე (6.5 ცენტი) დაბალია, ჰესის მომხრეები ამტკიცებდნენ, რომ დღის განსხვავებულ მონაკვეთზე იმპორტი განსხვავებულ ფასად ხორციელდება და პიკის საათებში ეს ფასი 6.5 ცენტზე მაღალია. თუ ეს სიმართლეა, სავსებით შესაძლებელია, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჰესი მომგებიანი პროექტი იყოს, თუმცა ინფორმაცია იმპორტის ფასის შესახებ კონფიდენციალური აღმოჩნდა, ამიტომ მტყუან მართლის გარჩევა გართულდა.

                                                                                                                                                          - სანდრო რაქვიაშვილი

სწორედ ამ მიზნით, სანდრომ ისარგებლა სადეპუტატო კითხვის პრივილეგიით და ესკოს (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორს) გაუგზავნა წერილი:

თარიღი: 01/06/2021

სადეპუტატო კითხვა ესკოს.pdf

სანდრო რაქვიაშვილი ესკოს: 

გთხოვთ მომაწოდოთ ინფორმაცია:

ა) განსხვავდება თუ არა ელექტროენერგიის იმპორტის ფასი საათების მიხედვით?

დადებითი პასუხის შემთხვევაში:

ბ) ამ წლის ელექტროენერგიის იმპორტის ღირებულება ქვეყნების, კვირის დღეებისა და საათების მიხედვით.


თარიღი: 15/06/2021

ესკოს პასუხი:

შუალედური შეფასება:

გავეცანი იმპორტის დეტალურ ფასებს და გავარკვიე, რომ ჰესის მომხრე ექსპერტები და პოლიტიკოსები ან განზრახ ტყუოდნენ, ან უნებლიედ ტყუილს ავრცელებდნენ, რადგან პიკის საათებშიც კი, იმპორტის ფასი 6.5 ცენტზე ნაკლებია, ზოგ შემთხვევაში კი მნიშვნელოვნად ნაკლები.

თარიღი: 21/06/2021

საბოლოო შეფასება სანდროსგან: 

მოვუწოდებ ესკოს საჯარო გახადოს საზოგადოებისთვის საინტერესო ეს ინფორმაცია, ხოლო პოლიტიკოსებმა და მედიამ იმაზე დავიწყოთ დისკუსია, თუ როგორ ავირიდოთ მომავალში თავიდან ასეთი საბიუჯეტო დოტაციაზე მჯდომი პროექტები.

რაქვიაშვილის თქმით, თუ ეს ერთ კვირაში არ მოხდება, მიუხედავად შესაძლო სისხლის სამართლებრივი სანქციისა, ის აპირებს იმპორტის ფასების გასაჯაროებას.

იმედი მაქვს ეს პოლიტიკური ჟესტი ყველას დაგვეხმარება დავიწყოთ სერიოზული დისკუსიები და მივაჩვიოთ პოლიტიკოსები მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ ასეთი ტიპის პრობლემებზე საუბარს.

ვაპირებთ სადეპუტატო კითხვები ვაქციოთ სერვისად, რომელსაც მომავალში გირჩის სამეფოს წევრები მიიღებენ, თუმცა რადგან ეს სერვისი ჩვენთვისაც და ამომრჩევლისთვისად სიახლეა, ჯერჯერობით ღირებულება უცნობია.

ჩვენი ყველა ქმედების მორალური კომპასია გირჩის კონსტიტუცია: https://forum.girchi.com/d/6-konstitutsia-proekti-sruli-teksti 

თუ დაინტერესდით ამ და მსგავს თემებზე ჩვენთან ერთად ბრძოლით, გირჩის სამეფო აქ არის: https://www.facebook.com/groups/kingdomofgirchi

კომენტარები