სიახლეები

3461 Views
სიახლეები

GeD-ების მეორად ბაზარზე ბოლო ერთ კვირაში 3 000 000-მდე ჯედი გაიყიდა

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, GeD-ების მეორად ბაზარზე აქტიურობამ საგრძნობლად აიწია. ბრუნვის აქტივობამ 3 000 000-ს მიაღწია.

დადის ხმები რომ GeD-ების ყიდვის მსურველთა ეს უცაბედი გააქტიურება შესაძლოა, უახლოეს მომავალში გირჩის ახალი ბორდის არჩევნებს უკავშირდება. 

თავისთავად ბაზრის გააქტიურება ძალიან საინტერესოა იმიტომ, რომ ამის მკაფიო მიზეზები არ არსებობს. თუმცა მე კომენტარებში რასაც ვხედავდი არის ჭორი თუ მოსაზრება დაფიქსირებული, რომ ეს მომავალი ბორდის არჩევნებთან არის დაკავშირებული, თუმცა საბოლოო ჯამში არამგონია, რომ რამდენიმე მილიონმა გარდამტეხი გავლენა იქონიოს. ბორდის არჩევნები მალე გვექნება და დავინახავთ იყო, თუ არა ეს ახსნა.

მაგრამ თუ ეს ტრენდი გაგრძელდება, ეს ნიშნავს, რომ ზოგადად GeD-ების მიმართ ყურადღება იზრდება და შიდა ტრანზაქციებიდან და ბაბლიდან გამოვდივართ, რაც ნიშნავს, რომ გარე ხალხი შემოდის და ადამიანები ვინც ადრე არ იცოდა რა არის GeD-ი და გირჩს სკეპტიკურად უყურებდა, ახლა უფრო მეტი სერიოზულობით უდგება GeD-ების საკითხს, რამაც ზოგადად დაქოქა ეს პროცესი.

როგორც ჩანს ბაზარზე ბევრი GeD-ია და ამიტომ ფასი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. რამდენიმე კვირის შემდეგ შეგვიძლია ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა ეს ტრენდი.

                                                                                                                                      - გვითხრა სანდრო რაქვიაშვილმა.

როგორც გირჩის პოლიტიკოსმა და პორტალზე პასუხისმგებელმა პირმა, ლევან ჯგერენაიამ გვითხრა:

ბოლო 1 კვირაში დაახლოებით 3 მილიონი ჯედი იქნება შავ ბაზარზე გაყიდული. აქედან ყველაზე მეტი GeD-ი 1,200,000 ირაკლი საფარიშვილმა იყიდა. ამ დროისთვის 1 GeD-ის საშუალო ფასი კი, შავ ბაზარზე 0,002 თეთრს შეადგენს.

ჩვენ ასევე დავუკავშირდით ირაკლი საფარიშვილს და ვკითხეთ, თუ რას უკავშირდებოდა მისი ეს შენაძენი და იყო თუ არა ის გამოწვეული ბორდის მომავალი არჩევნებით, რაზეც მან გვიპასუხა:

გირჩს ვაფინანსებ ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად და ჩემი პოლიტიკური წონის გაზრდა მინდოდა ჯედების შეძენით, პლიუს ამას გირჩის მიღებული შედეგი პირველ ტურში დამაიმედებელია იმისა, რომ გირჩის მომავალი ნათელია.

რაც შეეხება ბორდის არჩევნებს, არა, მე უფრო გრძელვადიანად ვუყურებ ჩემს ამ აქტივობას, (ბორდი 6 თვეში ერთხელ იცვლება).

                                                                                                                                              ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები