სიახლეები

3660 Views
ბლოგი

რას გვიმხელს სტატისტიკა?

საარჩევნო შედეგების „პატიოსნების“ გადამოწმებისათვის ბევრი სტატისტიკური მეთოდი არსებობს.

2016-ში იმ წლის არჩევნების შედეგების რამოდენიმე ყველაზე მარტივ სტატისტიკურ მაჩვენებელს დავხედე და შედარებით დეტალურად მაშინ ამ სტატიაში ავღწერე: R, Excel და ქართული არჩევნები.

წელს უფრო ნაკლები მონაცემი მაქვს ხელთ, მიუხედავად ამისა ერთი რამის დათვლა მაინც შესაძლებელია.

ეს არის კორელაცია ამომრჩევლის აქტივობასა და ამა თუ იმ პარტიისათვის მიცემული ხმების პროცენტულ მაჩვენებელს შორის.

მოკლედ რომ აგიხსნათ: ნორმალურ არჩევნებში როგორც წესი ამ ორ რიცხვს შორის კორელაცია (ურთიერთდამოკიდებულება) არ შეიმჩნევა ხოლმე. დადებითი კორელაცია რომელიმე პარტიის შემთხვევაში იმას ნიშნავს რომ მას ხელი წააშველეს, უარყოფითი კი იმას რომ ხელი შეუშალეს.

ბევრს არ გავაგრძელებ პირდაპირ რიცხვებზე გადავალ:

 

41 ნომრისათვის მეტი აქტივობა მეტ ხმას ნიშნავს სხვა დანარჩენი პარტიებისათვის კიდევ პირიქით.

ვნახოთ რა შეიცვალა 2016 წელთან შედარებით:

2016 ში 41-ს კი ქონდა დადებითი კორელაცია, მაგრამ სხვა პარტიებთან ნეგატიური კორელაცია არ შეინიშნებოდა.

ეს შეგვიძლია ასე განვმარტოთ 2016 წელში 41 ნომერს „წაეხმარნენ“. შეიძლება ხალხი „მორეკეს“, ბიულეტენები „ჩაყარეს“, მაგრამ 2020 ში რაც მოხდა ხარისხობრივად განსხვავებულია. აქ როგორც ჩანს სხვა პარტიებს ხმები ან დააკლეს ან უბრალოდ „წაგლიჯეს“ - მე ასე მესმის ეს.

წელს ბევრად ნაკლები ოლქი იყო, ამიტომ უბნების მონაცემებს თუ ვიშოვით ბევრად უფრო დეტალური ანალიზის გაკეთება შეიძლება. კარგი იქნებოდა აგრეთვე გაუქმებულ ბიულეტენებზე რომ გვქონოდა მანქანურად დამუშავებადი მონაცემები.

                                                                                                                                                                         ავტორი: გიორგი მამალაძე

კომენტარები