სიახლეები

"გირჩის" კვირეული ბათუმში დღეს წარმოგიდგენთ ზურაბ ჯაფარიძის ლექციას

29 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, "გირჩის" ბათუმის ოფისში "გირჩის" კვირეული გაიმართება.

 კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია მსურველებისთვის პარტიის იდეების და პოლიტიკოსების გაცნობა, ასევე შემოგთავაზებთ სხვადასხვა აქტივობებს. 

ყოველდღიურად "გირჩის" პოლიტიკოსები წაიკითხავენ ლექციებს, მათთვის საინტერესო თემებზე.

დღეს, 22:00დან - 23:00 საათამდე პარტიის ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ლექციას წაიკითხავს თემაზე: „განსაბჭოება - რა სჭირდება ბათუმს გამდიდრებისთვის“

ვისაც გსურთ გირჩის იდეების, პოლიტიკოსების და მხარდამჭერების გაცნობა, შემოგვიერთდით მისამართი: "გირჩის" ბათუმის ოფისი, რევაზ კომახიძის 15

გთავაზობთ დაგეგმილი ღონისძიებების განრიგს:

- 30 სექტემბერი, ოთხშაბათი
19:00 – 20:00 პანელი გირჩის მხარდამჭერებთან
22:00 – 23:00 ვახო მეგრელიშვილის ლექცია „განსაბჭოება - განათლება“

- 1 ოქტომბერი, ხუთშაბათი
19:00- 20:00 პანელი გირჩის მხარდამჭერებთან
22:00 – 23:00 ალექსანდრე რაქვიაშვილის ლექცია „განსაბჭოება - არის თუ არა სოციალიზმი მორალური?“

- 2 ოქტომბერი, პარასკევი
20:00 – 23:00 კინოჩვენება

ივენთების სერიების ლინკი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

                                                                                                                                                                      ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები