სიახლეები

კაკო ბობოხიძე: სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსი ოქტომბერ-ნოემბერში, შეიძლება უფრო ადრეც ვირუსი უკვე არსებობდა

"ევროპული საქართველოს" წვრმა კაკო ბობოხიძემ, "თავისუფალი ბაზრის" ეთერში, კორონავირუსზე, ოპოზიციის გადაწყვეტილებებსა და მთავრობის ქმედებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მათემატიკური მოდელირება ზუსტი მეცნიერებაა, თუ ის სწორ ინფორმაციას ეყრდნობა.იმისთვის რომ მოდელირება იყოს სწორი რაც შეიძლება მეტი კვლევა უნდა ტარდებოდეს. "მასიური ტესტირება თუ არ ჩატარდება, რეალურ სურათს ვერ დავინახავთ"-მიიჩნევს პოლიტიკოსი.

დასავლეთში მხოლოდ პაციენტების მკურნალობა არ ხდება, არამედ პარალელურად კვლევები ტარდება.აქ კი, ქვეყანა უბრალოდ აიღეს და დაკეტეს და არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდიან.

                                                                                                                                                  -ამბობს ბობოხიძე. 

მისთვის გაუგებარია მარნეულში 14 მაისს რა იცვლება, რადგანაც მუნიციპალიტეტის დაკეტვის დროს, იქ დადასტურებული ერთი შემთხვევა იყო.ბობოხიძე ამბობს:  "გახსნის დღისთვისაც ხომ ერთი უსიმპტომო ინფიცირებული ადამიანი მაინც იქნება?ანუ რატომ ჩავკეტეთ ან რატომ ვხსნით ?" ხელისუფლებას მუნიციპალიტეტის შიგნით არანაირი ღონისძიებები არ ჩაუტარებია.ასევე არც ინფიცირებულთა მასშტაბი შეუსწავლია.პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ მარნეულში სულ რომ მაღალი ინფიცირების მაჩვენებელი იყოს, ფაქტია რომ სიკვდილიანობა არ არის.

"ევროპული საქართველოს" წევრი აცხადებს, რომ სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსი ოქტომბერ-ნოემბერში, შეიძლება უფრო ადრეც ვირუსი უკვე არსებობდა. სწორედ ამიტომ, მასიური ტესტირებაა ჩასატარებელი, იმისათვის რომ გავიგოთ, ზამთრის პერიოდში გრიპით მიმართვიანობა ხომ არ იყო გაზრდილი, რადგანაც არსებობს სერიოზული ეჭვი რომ ვირუსი იმ პერიოდში, საქართველოშიც ბევრმა გადაიტანა.

რაც შეეხება ოპოზიციის მხარდაჭერას საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე, ბობოხიძე ამბობს, რომ როდესაც მისმა პარტიამ ამას მხარი დაუჭირა, თეორიულდ აფეთქების საფრთხე იყო.მათ ეს გადაწყვეტილება, ასევე იტალიის შემაშფოთებელმა მაგალითმა მიაღებინა.ამასთანავე, იმ პერიოდში ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვირუსი ჩინეთში ჯერ კიდევ ოქტომბერ-ნოემბერში იყო, არ არსებობდა.

ბობოხიძე თვლის, რომ ხელისუფლებამ კატასტროფული შეცდომები დაუშვა. თუნდაც მარნეულელი ქალის მაგალითზე, როდესაც მას სხვა დაავადებაზე მკურნალობდნენ და კორონავირუსზე კი არ გატესტეს და სახლში გაუშვეს, რამოდენიმე დღეში კი მას ვირუსი დაუდასტურდა. მისი თქმით, სწორედ ამიტომ საავადმყოფოში მისული ნებისმიერი ადამიანი უნდა გატესტილიყო, თუმცა ფაქტია ასე არ მოხდა.

იტალიაში ექიმები დაავადნენ მანამ სანამ, საერთოდ ქყეყანა ვირუსის შესახებ გაიგებდა, ისინი კი ვირუსის მთავარი გამავრცელებლები გახდნენ.

                                                                                                    -განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა.

მისივე თქმით, საქართველოშიც ყველაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა სწორედ ექიმებში გამოვლინდა.მისივე თქმით, თუ ექიმებს მასიურად გატესტავენ და ისინი ვირუსის უსიმპტომო მატარებლები აღმოჩნდებიან,  ასევე სხვადასხვა სფეროს თანამშრომლების გატესტვის შემდეგაც, დიდი ალბათობით იგივე შედეგს მივიღებთ.

ბობოხიძე აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის შემოღების, ერთი თვის თავზე, ხელისუფლებას საზოგადოებისთვის ანგარისი უნდა ჩაებარებინა, იმის შესახებ თუ რა გაკეთდა ამ პერიოდის განმავლობაში. მათ ასევე ჯანდაცვის სისტემა, მაღალი მიმართვიანობისთვის უნდა მოემზადებინათ.ასევე მთავრობას ის წესები და რეკომენდაციები უნდა წარედგინა, რომლითაც ბიზნესი მუშაობის გაგრძელებას შეძლებდა.

"ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე, ადამიანების უმეტესი ნაწილი ფიქრობდა რომ ვირუსი მათ მოკლავდა, შიმშილს კი მარაგებით გადაიტანდნენ"-ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი.ის თვლის, რომ მოსახლეობას ასე ფიქრის უფლება ხელისუფლებისგან განსხვავებით ჰქონდა."მე არ მგონია რომ ხელისუფლებამ თავიდანვე გათვალა ის დანაშაული რაც დღეს ხდება, მათ ეს ნელ-ნელა შემოიღეს."

"ევროპული საქართველოს" წევრი მიიჩნევს, რომ ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა არ შეიძლება ეკონომიკის გაჩერება. "ჩვენს მოსახლეობის უმეტესობას დანაზოგი არ აქვს." ის ამბობს, რომ ხელისუფლება მზად არის ქვეყნის ეკონომიკა გაწიროს, რათა არჩევნები მოიგოს.სწორედ ამიტომ ისინი შეეცდებიან ეს მდგომარეობა რაც შეიძლება დიდი ხანი შეინარჩუნონ.

წარმოების გაჩერება ეს არის გზა არსაით, შეუძლებელია გამოქვაბულში დიდხანს ვისხდეთ.21 მაისის შემდეგ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ხელისუფლებამ ეს მდგომარეობა არ გააგრძელოს.

                                                                                                                                              -მიიჩნევს ბობოხიძე.

"ხელისუფლებას კორონამ სულზე მოუსწრო, მაგრამ იმედია ისინი არჩევნების მოგებას ვერ მოახერხებენ." მისი აზრით, ხელისუფლებას არ გაუმართლა, რომ ოქტომბრამდე კიდევ დიდი დროა.ის ამბობს, რომ თუ ეს მდგომარეობა მაისში არ დასრულდება, ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს და მოიქცეს ისე როგორც მოიქცა ეკლესია.

"ევროპული საქართველოს" წევრმა ასევე "გირჩის" აქცია-სეირნობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "გირჩის" და ეკლესიის გადაწყვეტილებებს შორის ფუნდამენტური განსხვავება იყო. ეკლესიამ თქვა, რომ ადამიანები უნდა დაემორჩილონ შეზღუდვებს, მაგრამ ისინი ამ წესებს დაარღვევდნენ.გირჩი კი მიიჩნევდა რომ არავინ, უნდა დაემორჩილოს, რადგანაც ამ ყველაფერს ვირუსთან არანაირი კავშირი არ აქვს. 

ჩემი აზრით, აუცილებელია "გირჩის" არსებობა და მე თქვენს მიდგომას 100%-ით თუ არა, 90%-ით მაინც ვეთანხმები.თქვენ ქართულ პოლიტიკაში ძალიან კარგ როლს თამაშობთ, მოქმედებთ ისე როგორც ფიქრობთ და მასის აზრს არ ყვებით.

                                                                                            -განაცხადა "გირჩი ტივის" ეთერში, კაკო ბობოხიძემ.

                                                                                                                                    ავტორი: პოლინა აბზიანიძე

 

კომენტარები