სიახლეები

ისრაელის თავდაცვის მინისტრი კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ

21 მარტს გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა, კორონავისუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ გზაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ამ პანდემიის დროს სოციალურ დისტანცირებაზე, ტესტირებაზე და სხვა გატარებულ ღონისძიებებზე ბევრად მნიშვნელოვანია, ასაკოვანი ადამიანები ახალგაზრდებისგან განვაცალკევოთ.

ყველაზე ლეტალური კომბინაციაა, როდესაც ბებია თავის შვილიშვილს ეხუტება. რატომ არის ასე? ეს იმიტომ, რომ კორონავირუსით დაავადების შემთხვევაში ლეტალური შედეგი, სტატისტიკურად, არა ახალგაზრდა, არამედ ასაკოვან ადამიანებში დგება

                                                                                                                             - განმარტავს ბენეტი.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ამ ვირუსს არცერთი ახალგაზრდა არ შეუწირავს. იმ ქვეყნებში კი, სადაც ლეტალური შედეგი დადგა, 30-20 წლამდე ახალგაზრდების დაღუპვის პროცენტული მაჩვენებელი 0%-0,1% იყო, ხოლო 70-80 წელს გადაცილებული პირების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ვირუსით დაავადებული 5-7 ადამიანიდან ერთი იღუპებოდა.

ბენეტი აზრით, ამ მდგომარეობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მოვუაროთ ჩვენს მოხუცებს დისტანციურად, რათა ისინი საფრთხეში არ ჩავაგდოთ.

კითხვა, რომელსაც ხშირად მისვამენ, შემდეგია: ნიშნავს კი ეს იმას, რომ ასაკოვანი ადამიანები იზოლაციაში სამუდამოდ ვამყოფოთ? რა თქმა უნდა - არა, თუმცა, ჩვენი სურვილების მიუხედავად, ცოტა ხანში მსოფლიოს მოსახლეობის 70% მაინც დაავადდება კორონავირუსით, ისე რომ ამას ვერც კი გაიგებენ

                                                                                  -აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.

მისივე თქმით, 3-4 კვირა დასჭირდება იმას, რომ მათ ეს აღმოაჩინონ, ამ პერიოდში კი ისინი უკვე იმუნიტეტს გამოიმუშავებენ. სწორედ მაშინ ჩაითვლება ვირუსი დამარცხებულად, როდესაც მსოფლიოს მოსახლეობის 70% გამოიმუშავებს იმუნიტეტს მის წინააღმდეგ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ვირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმის გადახედვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მისი ადმინისტრაცია კორონავირუსთან დაკავშირებით გასულ კვირას გამოქვეყნებული 15 დღიანი სამოქმედო გეგმის გადახედვას და ახლის შედგენას აპირებს, რომლის მიზანიც იქნება ქვეყანა ნორმალურ სამუშაო რეჟიმს და ეკონომიკას დაუბრუნდეს.

ჩვენი ქვეყანა იმისთვის არ აშენებულა, რომ დაიხუროს. არ ვაპირებთ, განკურნება პრობლემაზე უარესი გახდეს. თვეებს ვერ დაველოდებით. ვაპირებთ, ქვეყანა გავხსნათ

                                                                                                              -განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ცუდი შედეგების შესამცირებლად - "აშშ ბიზნესისთვის მალე გაიღება"- განაცხადა ტრამპმა.

                                                                                                                ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები