სიახლეები

ბიუჯეტის სეკვესტრი, სწრაფი ტესტები, მორატორიუმი რეგულაციებზე - იაგო ხვიჩიას რეკომენდაციები ხელისუფლებას

''გირჩის'' ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ხელისუფლებას რეკომენდაციებით მიმართავს. მისი განცხადებით, კორონავირუსის სხვანაირად უნდა შევხედოთ და ბრძოლის მექანიზმებიც სხვა უნდა იყოს. 

ხვიჩიას რეკომენდაციები ასეთია:

"1. სასწარაფოდ არის გასაკეთებელი ბიუჯეტის სეკვესტრირება. ასევე, რეგულაციების უმეტეს ნაწილზე, მორატორიუმი უნდა გამოვაცხადოთ. მოსახლეობას უნდა ვუთხრათ, თქვენ თუ საქმის კეთება გინდათ, ჩვენ რეგულაციებით ხელს არ შეგიშლით, რადგან სწორედ ახლაა ამის დრო.

2. შემოვიტანოთ სწრაფი ტესტები და ბიზნესს მივცეთ ამის საშუალება. როდესაც საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდება ეს ტესტები, პანიკაც, შედარებით ჩაცხრება.

3. სახლში მყოფ ადამიანებს, ჰიგიენის ნორმების მაქსიმალური დაცვით, გარკვეულწილად ცხოვრების წესის შეცვლისა და მუშაობისკენაც მოვუწოდოთ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ ვირუსის შედეგებმა ვირუსზე მეტად არ დაგვაზიანოს".

მისივე თქმით, სწორი ღონისძიებების გატარების შემთხვევაშიც კი, ქვეყანას გარდაუვალი კრიზისი ელოდება.

"რეალურად ჩვენ საკუთარ ორგანიზმს ვასუსტებთ, როდესაც ვირუსი, მოქმედებას ახლა იწყებს. ჩვენი გადარჩენისთვის აუცილებელია მოვლენების  ადეკვატური შეფასება იმისთვის, რომ მასიურად ხალხი შიმშილობის ზღვარზე არ აღმოჩნდეს" - ამბობს ხვიჩია "რუსთავი ორთან" ინტერვიუში.

 

                                                                                                                ავტორი: პოლინა აბზიანიძე

კომენტარები