სიახლეები

კორონა - მორალური დაავადების სიმპტომი

დღეს, გარდა, ვირუსისა და ადამიანის ორგანიზმისა, გაჩაღებულია ბრძოლა თავისუფლებასა და ძალადობას შორის.

მიუხედავად იმისა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსოფლიოს საკუთარი თავის შერცხვა და ფიქრი დაიწყო ადამიანის უფლებებზე, პანდემიამ გვაჩვენა, რომ ადამიანი ინსტიქტების დონზე უდანაშაულოზე ძალადობისკენაა მიდრეკილი და სახელმწიფოების უმეტესობა სწორედ ამ ინსტიქტებს აჰყვა, რისი შედეგიც უამრავი ადამიანისთვის შეზღუდული სხვადასხვა სახის თავისუფლებაა.

აქამდე, რაღაცნაირად, ვახერხებდით და არ ვამჟღავნებდით ჩვენს ბუნებას, თუმცა შიშმა დაგვამარცხა და დრო როცა მოვა, ამის აღიარების მაინც არ უნდა შეგვეშინდეს. შეუძლებელია, ამ მორალით გააგრძელონ ადამიანებმა ცხოვრება, რადგან ერთმანეთისთვის უკვე ფიზიკურად საშიშები ვართ და ასეთი საზოგადოებები არასდროს განვითარებულან.

დარწმუნებული ვარ, პანდემია ჩაივლის და მსოფლიოს ისევ შერცხვება.

ავტორი: ბადრი გრიგალაშვილი

კომენტარები