სიახლეები

369 Views
პოლიტიკა

2020 წლის არჩევნები 120/30-ზე თანაფარდობით ჩატარდება

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება,  ხოლო ბარიერი 1 % იქნება. ამის შესახებ დღეს, 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმებით გადაწყდა. როგორც აშშ-ს ელჩთან არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ პოლიტიკოსებმა განაცხადეს, შეთანახმებას ხელი ყველა პარტიამ მოაწერა.

"ორივე საკითხზე, რომელიც აუცილებელი იყო და არის ვითარების განსამუხტად და შედარებით ნორმალური არჩევნების ჩასატარებლად, შეთანხმება არის მიღწეული", - ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია ხელისუფლებასთან შეხვედრის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის  მთავარი მოთხოვნა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოება იყო.

კომენტარები