სიახლეები

გვესმის, არ გიჭერთ, მაგრამ შეგვეშვით! - მეგრელიშვილი სამართალდაცავი სისტემის დანგრევაზე

რაც ჩვენი თვალით გვაქვს ნანახი, მთელი დეპარტამენტებია დასაჭერი. მანდ რეფორმა რას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დღეს ასეულობით ადამიანი არის ციხეში მრავალი წლით გასაშვები. რაღაც მხრივ უნდა გავიაზროთ, ვაპატიოთ, ვთქათ, რომ ეს ხალხი ამ მდგომარეობაში იყო, გვესმის და ყველას ვერ დავიჭერთ. რეალურად ხომ დასაჭერები არიან, საყვედური კი არ არის გამოსაცხადებელი და მინისტრი კი არაა გადასაყენებელი. უბრალოდ, განცდა უნდა გვქონდეს იმის, რომ გვესმის ყველას, არ გიჭერთ, მაგრამ შეგვეშვით.

-ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი საკუთარ საავტორო გადაცემა "თავისუფალ ბაზარში" სამართალდამცავი სისტემის დანგრევის აუცილებლობაზე საუბრისას.

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები