სიახლეები

473 Views
პოლიტიკა

ერეკლე კუხიანიძე "ქართული ოცნების" მორალის რეალური სახეა - ჯაფარიძე

ამ ადამიანმა ხაზი გადაუსვა ყველას, ამ ქვეყნის ისტორიაში, თუკი ვინმე ყოფილა, ვინც იბრძოდა თავისუფლებისთვის.

ზურაბ ჯაფარიძემ "გირჩის აზრში" თბილისის საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის შესახებ ისაუბრა, რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაკავებულ ექიმ, ვაჟა გაფრინდაშვილს პროვოკატორობაში დასდო ბრალი. 

ჩვენი ისტორიული მეხსიერება დგას, მაგაზე, რომ ვაფასებთ იმ ადამიანებს, რომლებიც იბრძოდნენ თავისუფლებისთვის. ამ კაცმა (ერეკლე კუხიანიძემ) თქვა, რომ ეგ ადამიანები კი არ არიან დასაფასებელი, ვინც არ ეპუება დამპყრობლებს, პირიქით, ის ხალხი ყოფილა დასაფასებელი,  საქართველოს ისტორიაში, რომელიც ტრაკში უძვრებოდა დამპყრობლებს და ელაქუცებოდა მათ. მორალი მოატრიალა საერთოდ, რაზეც ჩვენ გავიზარდეთ, თავდაყირა დააყენა ყველაფერი. ეგ არღვევს ერებს შორის ურთიერთობის კანონზომიერებასო.

 - ამბობს ჯაფარიძე.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე აღნიშნავს, ვაჟა გაფრინდაშვილის ერთადერთი "დანაშაული" ის არის, რომ არ აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს და თვლის, რომ საქართველოს საზღვარი გადის ფსოუსა და როკის გვირაბზე. "გირჩის" ლიდერის თქმით, საკრებულოს წევრი, ერეკლე კუხიანიძე კი, სინამდვილეში "ქართული ოცნების" და იმ მორალის რეალური სახეა, რომლის მატარებელიც მმართველი ძალაა.

"მგონი, მაგ ადამიანმა უბრალოდ, გულწრფელად ახსნა ის, რაც არის "ქართული ოცნების" მორალი, ხელისუფლებაშიც ასე მოვიდნენ და ახლაც მაგას აგრძელებენ, რომ რუსეთთან ურთიერთობა შეიძლება მხოლოდ დაწოლილ მდგომარეობაში. აზერბაიჯანთანაც ასეთ მდგომარეობაში ვართ, როდესაც ის ჟურნალისტი გაიტაცეს და გადასცეს მათ ხელისუფლებას და თურქეთთანაც,  ერდოღანი რასაც გვიბრძანებს, ამ ხელისუფლებას პრინციპებზე ხელი აქვს აღებული და ყველა ამ მეზობელთან მონურ მდგომარეობაში აღმოვჩნდით.  მანამდეც ამას ქადაგებდნენ, უბრალოდ დახვეწილი გზებით. ამ პრინციპს თუ მივყევით, ანუ რა ხდება, ვწვებით და მონები ვხდებით, ეგ არის გამოსავალი? თუ რაღაც პრინციპებს ვიცავთ და ღირსებას ვინარჩუნებთ. ამ კაცმა გასაგებად თქვა ის, რაც არის "ქართული ოცნების" პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში."

- აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ "გირჩის აზრის" ეთერში. 

ავტორი: ანა ჩიქოვანი

კომენტარები