მულტისავალუტო სისტემა
რატომ ეს პროექტი?
გვინდა, დავიცვათ თავი არსებული და ნებისმიერი მომავალი მთავრობის მიერ ფარულად დაბეგვრისგან ინფლაციის გადასახადით.
პროექტის მიზანი
საქართველოს მოქალაქეებმა მოვიპოვოთ თავისუფლება, გამოვიყენოთ ის ფული, რომელსაც უფრო ვენდობით.
რა უნდა გაკეთდეს
უნდა გაუქმდეს ქვეყანაში საგადამხდელო საშუალებად მხოლოდ ლარის გამოყენების ვალდებულება.
შედეგი
• დასრულდება მოქალაქეების ფარული დაბეგვრა; განსაკუთრებით იხეირებენ რეგიონებში მცხოვრები ადამიანები და მოსახლეობის ღარიბი ფენა.
• სავარაუდოა, რომ უმეტეს შემთხვევებში გამოყენებადი ვალუტა გახდება დოლარი და ევრო, შესაძლებელია, ვინმემ შექმნას და გამოიყენოს ოქროს ფული ან კრიპტოვალუტა.
• ლარის ემიტენტი იძულებული იქნება, კონკურენცია გაუწიოს სხვა ბრუნვაში არსებულ ვალუტებს ან გაუქმდეს.
• მომავალი გახდება მეტად პროგნოზირებადი;
• შედარებით უსაფრთხო გახდება ფულის ფორმით დანაზოგის გაკეთება;
• გაუმჯობესდება საინვესტიციო გარემო ქვეყანაში;
პეტიცია
მოვითხოვ ნებისმიერი ფულით (დოლარი/ევრო/ლარი/კრიპტოვალუტა) ვაჭრობის უფლებას.