13 ოქტ 2019
2209 Views
მეტი თავისუფლება

როგორ იცვლება GeD-ის ფასის დინამიკა ბოლო 5 დღის განმავლობაში

უკვე რამდენიმე თვეა, გირჩის ციფრული ვალუტით - GeD (Georgian Dollar), მომხმარებლები ერთმანეთში ვაჭრობენ. მას ცვლიან, როგორც ფულში, ისე სხვადასხვა ნივთში.

გირჩის ციფრული ვალუტის - GeD-ის ფასი გუშინდელთან შედარებით 0,1 თეთრით გამყარდა და 0,4 გახდა.  

14 აგვისტოს მოხდა ყველაზე დიდი ტრანზაქცია - გაიყიდა 2,4 მილიონი GeD, სადაც 1 GeD-ის ღირებულება დაახლოებით 0,29 თეთრს შეადგენდა.

ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, GeD-ის კურსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 0,5 თეთრი დაფიქსირდა, ამავე პერიოდის საშუალო ფასი კი 0.3727678571 თეთრს შეადგენს.

9-13 ოქტომბრის განმავლობაში ჯამში ერთმანეთში 1670 ლარის GeD გაიცვალა.

GeD-ის ფასისი დინამიკა, 9-13 ოქტომბერი.

შეგახსენებთ, რომ GeD არის გირჩის ციფრული ვალუტა, რომლის მფლობელები ავტომატურად ხდებიან გირჩის პარტნიორები და მონაწილეობას იღებენ პარტიის მართვასა და პოლიტიკოსების რეიტინგის შედგენაში.

ამავე პორტალიდან გირჩის დაფინანსების შემთხვევაში, თქვენ ავტომატურად გერიცხებათ შესაბამისი რაოდენიბის GeD და ხდებით გირჩის პარტნიორი.

სწორედ GeD-ების საფუძველზე ჩამოყალიბდა გირჩის მმართველი საბჭო, რომელიც რამდენიმე დღის წინ აირჩა.

სხვა სიახლეები GeD-ის შესახებ

- გირჩის ციფრულ ვალუტას უკვე ლარით ყიდულობენ
რამდენად გაყიდა გოგა ხაჩიძემ 2.4 მლნ ჯედი?
გირჩმა პარტიის ინოვაციური ონლაინ პლატფორმა გაუშვა
გირჩის ტოტალიზატორში აზარტულმა მოთამაშეებმა 140,000 GeD წააგეს

 



კომენტარები