23 ივლ 2019
357 Views
მართლმსაჯულება

შსს: ბესელიას კადრები დ.ა-მ მ.დ-სგან მიიღო

დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრელების საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორ პირს ბრალი წარუდგინა. შესაბამისი განცხადება უწყებაში ცოტა ხნის წინ გაკეთდა. 

შსს-ს ცნობით, დანაშაულის შემცველი კადრები მკვლელობისთვის ამჟამად პატიმრობაში მყოფმა დამნაშავემ, სომხეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაავრცელა და მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ეს კადრები კი დ.ა.-მ რუსეთის მოქალაქისგან მიიღო, რომელსაც ბრალი ასევე დაუსწრებლად წარუდგინეს. 

საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, სომეხი სამართალდამცველების დახმარებით, სომხეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ამოღებულია დ.ა.-ს მობილური ტელეფონი. კომპლექსური ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ სწორედ ამ მოწყობილობიდან იქნა გავრცელებული ვიდეომასალა.  

შსს-ში განმარტავენ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები 2012 წლის მაისის თვეში იქნა გადაღებული და სოციალური ქსელის მეშვეობით უკვე 2019 წელს გავრცელდა.

აღკვეთის ღონისძიების სახით ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. შეგახსენებთ, რომ სულ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 19 ადამიანს აქვს ბრალი წაყენებული, მათ შორის ანი აროშიძეს.

შეგახსნებთ, რომ ანი აროშიძის საქმე გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში.

 



კომენტარები