Ged-ის ფასის დინამიკა

გირჩის ციფრული ვალუტის - GeD-ის ფასი წინა თვესთან შედარებით დაახლოებით 0,07 თეთრით გამყარდა და 0,4714285714 გახდა, ხოლო საშუალო - 0,3767059065.

13 ოქტომბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 1 GeD-ის ღირებულება 0,4 თეთრი იყო, ხოლო საშუალო ფასი 0,3727678571 თეთრი.

GeD-ის კურსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პირველ ნოემბერს დაფიქსირდა, როდესაც 2,000  ჯედი 25 ლარად გაიყიდა და ფასმა 1,25 თეთრი შეადგინა.

9 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით ჯამში გაიცვალა 8698 ლარის GeD.

იხილეთ GeD-ის ფასის დინამიკა.

GeD-ის ფასის დინამიკა: 9 ოქტომბრიდან 28 ნოემბრამდე

შეგახსენებთ, რომ GeD არის გირჩის ციფრული ვალუტა, რომლის მფლობელები ავტომატურად ხდებიან გირჩის პარტნიორები და მონაწილეობას იღებენ პარტიის მართვასა და პოლიტიკოსების რეიტინგის შედგენაში.

ამავე პორტალიდან გირჩის დაფინანსების შემთხვევაში, თქვენ ავტომატურად გერიცხებათ შესაბამისი რაოდენიბის GeD და ხდებით გირჩის პარტნიორი.

სწორედ GeD-ების საფუძველზე ჩამოყალიბდა გირჩის მმართველი საბჭო, რომელიც რამდენიმე კვირის წინ აირჩიეს.

სხვა სიახლეები GeD-ის შესახებ


- გირჩის ციფრულ ვალუტას უკვე ლარით ყიდულობენ

- რამდენად გაყიდა გოგა ხაჩიძემ 2.4 მლნ ჯედი?

- გირჩმა პარტიის ინოვაციური ონლაინ პლატფორმა გაუშვა

- გირჩის ტოტალიზატორში აზარტულმა მოთამაშეებმა 140,000 GeD წააგეს

როგორ იცვლება GeD-ის ფასის დინამიკა ბოლო 5 დღის განმავლობაში
 



კომენტარები