სიახლეები

ჯაფარიძე: გვესმოდეს, რას გვიტენის თავში დღევანდელი "ზაკვო"

"გირჩის" პარტიულ სიაში პირველ ადგილზე მყოფი ზურა ჯაფარიძე ილია მეორის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, პირველია ღმერთი, მეორე სამშობლო, მესამე კი ადამიანი. 

"1. როდესაც ‘ღმერთი’ უფრო მაღლა დგას ვიდრე ადამიანი - ამას ჰქვია რელიგიური ფუნდამენტალიზმი. ამ ლოგიკით მოსულა ადამიანების ჟლეტა (ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების ხელყოფა) თუ ვინმე ჩათვლის რომ ესაა ღმერთის ნება.

2. როდესაც ‘სამშობლო’ უფრო მაღლა დგას ვიდრე ადამიანი - ამას ჰქვია ფაშიზმი. ამ ლოგიკით მოსულა ადამიანების ჟლეტა (ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების ხელყოფა) თუ ვინმე ჩათვლის რომ ქვეყნისთვის ასეა საჭირო.

3. ამ პოსტულატებიდან არცერთს, არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან. ქრისტიანობისთვის პირველი ადამიანია, განურჩევლად აღმსარებლობისა, წარმოშობისა, კანის ფერისა, რასისა, სექსუალური ორიენტაციისა, თვალის ფერისა, ფეხის ზომისა და ა.შ.

გვესმოდეს რას გვიტენის თავში დღევანდელი ‘ზაკვო" - წერს ჯაფარიძე. 

ილია მეორემ კი დღეს განაცხადა, რომ: 

თავის დროზე ილია ჭავჭავაძემ თქვა -  მამული, ენა, სარწმუნოება. ჩვენ დავუმატეთ — ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. დიდება და მადლობა უფალს, რომ ღმერთმა დაგვაჯილდოვა ჩვენ ამისი გრძნობით, შეგრძნებით, რომ პირველია ღმერთი, მეორეა სამშობლო და მესამეა ადამიანი.

კომენტარები