სიახლეები

გირჩი TV უკვე MyVideo-ზეა

"მაგთის" აბონენტების შემდეგ გირჩი TV-ის ყურება დღეიდან უკვე MyVideo-ს მომხმარებლებსაც შეუძლიათ. "გირჩის" ტელევიზია უკვე ხელმისაწვდომია როგორც ვებ-გვერდზე, ისე მობილურ აპლიკაციაში. 

"იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც უფრო მოსახერხებელია სატელევიზიო გადაცემების ყურება კომპიუტერის ან ტელეფონის მეშვეობით, მათ ამის საშუალება მიეცემათ. ამას MyVideo-ს მეშვეობით, ნებისმიერ ადგილას, მათ შორის საავტომობილო მგზავრობის დროსაც შეძლებენ" - განაცხადა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ. 

იაგო ხვიჩიას განცხადებით კი, მნიშვნელოვანია, რომ გირჩი TV-ის ყურებას ინტერნეტში, უკვე საზღვარგარეთაც შეძლებენ. 

შეგახსენებთ, რომ გირჩი TV სატელევიზიო სივრცეში 22 აგვისტოს, "მაგთის" საკაბელოზე, 61-ე არხზე გაეშვა.მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უახლოეს პერიოდში Girchi TV-ის ტელევიზორში ნახვას "სილქ ტვ"-ის მომხმარებლებიც შეძლებენ.

 

ავტორი: მარია გეგეჭკორი

კომენტარები