სიახლეები

თავისუფლების მეხოტბე ამერიკელი მილიარდელი - დევიდ კოხი გარდაიცვალა

ამერიკელი მილიარდელი ბიზნესმენებისა და ფილანტროპების, ძმებ კოხების "დუეტი დაიშალა" - დევიდ კოხი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიაგნოზი პროსტატის კიბო აღმოჩნდა, რომელიც 27 წლის წინ დაამარცხა, თუმცა საბოლოოდ მაინც ხელახლა იჩინა თავი.

მილიარდელი ძმები -ჩარლზ და დევიდ კოხები, საკუთარი უზარმაზარი სიმდიდრის დიდ ნაწილს, ამერიკაში მემარჯვენე პოლიტიკის განვითარებისთვის, თავისუფალი ბაზრისა და თავისუფლების იდეალების გავრცელებისთვის იყენებდნენ.

კოხმა კანზასში უზარმაზარი ინდუსტრიული იმპერია ააშენა თავის ძმასთან, ჩარლზთან ერთად, რომელიც მათ მემკვიდრეობით მიიღეს მამისგან, ფრედ კოხისგან, ძმები მამის ბიზნესს1960 წელს შეუერთდნენ. 1983 წელს ჩარლზმა და დევიდმა მათი კუთვნილი წილი $1.1 მილიარდად შეისყიდეს. დღესდღეობით Koch Industries აერთიანებს კომპანიებს, რომლებიც ნავთობის გადამუშავებით, ქაღალდისა და პლასტმასის წარმოებითა, ასევე სხვადასხვა საქმიანობით არის დაკავებული. კომპანიაში დასაქმებული პერსონალის რაოდენობა 70,000 ადამიანს აერთიანებს.

ძმებ კოხების დუეტი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორისაა, რომელთაგან თითოეულის ქონება შეფასებულია $ 50 მილიარდზე მეტი დოლარით.

დევიდ კოხი საკუთარ ფულსა და გავლენას ხელოვნების მხარდასაჭერად აქტიურად იყენებდა, ასევე ცნობილი იყო თავისი ფილანტროპობით,

თუმცა, კოხები განსაკუთრებით ცნობილი იყვნენ ლიბერალურ წრეებში, რადგან აქტიურად უჭერდნენ მხარს მემარჯვენე და ლიბერტარიანულ იდეებს.  ძმებმა ერთად შექმნეს კონსერვატიული კამპანიის ქსელი, რომელიც მუშაობდა როგორც ადგილობრივ, ისე ეროვნულ დონეზე.

დევიდ კოხი აქტიურად მონაწილეობდა აშშ-ის პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1980 წელს ლიბერტარიანული პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატიც გახლდათ. ის იყო მთავარი მოწინააღმდეგე ბარაკ ობამას ცნობილი ჯანდაცვის პროგრამის, მთავრობის მხრიდან რეგულაციების, მათ შორის, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით და ა.შ.

კომენტარები