სიახლეები

133 Views
პოლიტიკა

"რუსთავი ორი"-დან თანამშრომლები გაათავისუფლეს

„რუსთავი ორი“-დან ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე და გიორგი გაბუნია გაათავისუფლეს. არხი უკვე დატოვა ჟურნალისტების ნაწილმა, გუშინდელის მერე ეთერში აღარ გადის საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“.

ამ ფაქტს უკვე გამოეხმაურა ქიბარ ხალვაში, რომელმაც განაცხადა, რომ „რაც მოხდა სიურპრიზი არ იყო, მაგრამ სასიამოვნო არაა. ყველაფერი კარგად იქნება“.

„რუსთავი ორთან“ დაკავშირებულ მოვლენებს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია გამოეხმაურა. როგორც ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“ განაცხადა, ბიძინა ივანიშვილმა სტრასბურგში სწორედ იმისთვის იბრძოლა, რომ „რუსთავი ორში“ ეს ყველაფერი მომხდარიყო.

საინტერესოა ვინ გამოყვება გვარამიას და ვინ დარჩება „რუსთავი ორში“. მე მაინც მგონია, რომ ძირითადი ბირთვი ალბათ წამოვა და ნაწილი გვარამიას, ნაწილი კეზერაშვილის ტელევიზიაში წავა.

ვიცით, რომ ის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზია და ივანიშვილმა იმიტომ იბრძოლა იმდენი, რომ მათთვის წაერთვა. არ მგონია, საბოლოო ჯამში ამ ყველაფრით ივანიშვილი იყოს მოგებული, პაატა სალია რომ არაა მოგებული ეს უკვე გასაგებია -სრულიად უაზრო ტელევიზია და ლანძღვა-გინება შეეტენა...

კომენტარები