სიახლეები

ლუქსემბურგი - პირველი ევროპული ქვეყანა კანაფის ლეგალიზაციით

ლუქსემბურგი პირველი ევროპული ქვეყანა გახდება, რომელშიც კანაფის მოხმარება-წარმოება ლეგალიზებული იქნება და მას სურს, რომ მეზობელი ევროკავშირის ქვეყნებიც შეუერთდნენ. ამის შესახებ გარდიანი წერს.

ლუქსემბურგის ჯანდაცვის მინისტრმა ეტიენ შნაიდერმა განაცხადა, რომ სჯობს მთავრობამ დაისვენოს მკაცრი ნარკოკანონმდებლობისგანრადგან ნარკოპოლიტიკა, რომელიც გასული 50 წლის განმავლობაში ჰქონდათ, არ მუშაობს.

ყველაფრის აკრძალვამ კიდევ უფრო საინტერესო გახადა ის ახალგაზრდებისთვისიმედი მაქვს, რომ მომავალში, თითოეულ ჩვენგანს ექნება უფრო ღია დამოკიდებულება  ნარკოტიკების თემასთან მიმართებაში.

- განაცხადა შნაიდერმა გარდიანთან ინტერვიუში.

ლუქსემბურგის, 18 წლის ზევით, მაცხოვრებლებს ლეგალურად შეეძლებათ რეკრეაციული მარიხუანას შეძენა-შენახვა პირადი მოხმარებისთვის.

თუმცა ახალი კანონმდებლობის თანახმად,არამაცხოვრებლები ლეგალურად ვერ შეიძენენ კანაფს, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ეს .ნარკოტურიზმისგან თავის ასარიდებლად კეთდება.

კანონპროექტი, სავარაუდოდ, გამოქვეყნდება მიმდინარე წლის ბოლოს, სადაც დეტალურადაა აღწერილი გასაყიდი კანაფის სახეობები და დაწესებული გადასახადები.

შეგახსენებთ, რომ „გირჩი" ითხოვს, მოხდეს მარიხუანას და მისი შემცველი პროდუქტების მოხმარების სრული ლეგალიზაცია როგორც საკუთარი მოხმარების, ასევე - მისი კულტივირების და შენახვის მიზნით.

2018 წლის 30 ივლისს, "გირჩის" მიერ მოგებული სარჩელიდან გამომდინარე, ქართულმა საკონსტიტუციო სასამართლომ პირველად თქვა, რომ კანაფის მოხმარება არის ადამიანის თავისუფალი განვითარების უფლების ნაწილი. შესაბამისად მისი მოხმარება, ამჟამად, საქართველოშიც ლეგალურია.

ავტორი : ანა ჩიქოვანი

კომენტარები