სიახლეები

96 Views
პოლიტიკა

მშვილდაძე: სანამ ხელისუფლებას აზრზე არ მოვიყვანთ, უკან არ დავიხევთ

20 ივნისის ღამის შემდეგ ყველანი მივხვდით, რომ უკან აღარ დავიხევთ და სანამ ხელისუფელბას აზრზე არ მოვიყვანთ, მანამდე უკან ვეღარ წამოვალთ

- ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მიშა მშვილდაძემ განაცხადა.

როგორც მან ვახო მეგრელიშვილის საავტორო გადაცემაში „თავისუფალი ბაზარი“ ისაუბრა, ე.წ. „გავრილოვის ღამით“ მშვიდობიანი ფორმის აქციას გეგმავდნენ, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

20 ივნისის ღამის, სისხლის და ძალადობის შემდეგ, ნათელი გახდა, რომ ხელისუფლება უბრალოდ ძალადობს. ძალადობს და თან ჩვენ გვაბრალებს რომ ძალადობის პროვოცირებას ვახდენთ. მგონია, რომ 20 ივნისს, პოლიტიკურ პარტიებს, აქციაზე მართლ აჰქონდათ ილუზია რომ „ლიდი“ ჰქონდათ მათ. 21-ში იყო პირველად, როცა ორგანიზატორების სახელით შევხვდით პოლიტიკურ პარტიებს

მისივე თქმით, აქციის ერთ-ერთი სპიკერი შემთხვევით, „თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების“ ჯგუფში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გახდა.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები რუსთაველის გამზირზე გრძელდება. დღეს აქციის „სირცხვილია“ 45-ე დღეა.

 

ფოტო: ივანე გოლიაძე

კომენტარები