სიახლეები

633 Views
პოლიტიკა

ჯაფარიძე: "ოცნებას" სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ვერ გადაარჩენს

რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებულ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას "გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ეხმიანება სოციალურ ქსელში. "გირჩის" ლიდერის თქმით, ეს საქმე ყოველთვის პოლიტიკური იყო და მიუხედავად ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისა, საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ვეღარავინ შეზღუდავს.

სტრასბურგმა თქვა ქიბარისაა ეგ ტელევიზიაო

ეგ თქვა საბოლოო ჯამში

ქიბარს რომ უბრალოდ ‘ჩაბარებული’ ჰქონდა ეგ ტელევიზია თავის დროზე, ეგ სტრასბურგმა არ იცის და არც აინტერესებს

არც ის უამრავი არასწორი რამ აინტერესებს რაც ამ ტელევიზიის თავს მოხდა ქიბარამდეც და ქიბარის შემდეგაც

არც ის რომ ქიბარის გაცოცხლება ამ საქმით და მთელი ეს პროცესი ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკურია

ხელისუფლებისადი უკიდურესად კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია

დარწმუნებული ვარ ამჟამინდელი მფლობელები გააგრძელებენ სამართლებრივ ბრძოლას, თუ ასეთი რესურსი კიდევ არის დარჩენილი

მაგრამ, არანაკლებ მნიშვნელოვანია სტრასბურგის გადაწყვეტილებების პატივისცემა

და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ისეთი გადაწყვეტილებების პატივისცემა რომლებიც პრაქტიკულად ეხება საკუთრების უფლებას

მხოლოდ ეს დაგვაცილებს რუსეთს

და არა სტრასბურგის გადაწყვეტილებებში კრემლის ხელის ძიება

პ.ს. სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში ვერავინ შეზღუდავს

ვერც ოპოზიციურად განწყობილი მედიების შექმნას შეაფერხებს ვინმე

პ.პ.ს. ოცნებას სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება ვერ გადაარჩენს

ვეღარაფერი გადაარჩენს

რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დარღვევა არ დაადგინა, დროებითი ღონისძიება კი გააუქმა.

ამ გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ კანონიერია საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის. „რუსთავი 2“-ს შეუძლია, საქმე სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში გაასაჩივროს.ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღარ დატოვა ძალაში დროებითი ღონისძიება — საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი, რის გამოც არხი 2017 წლიდან არ გადაფორმებია ქიბარ ხალვაშს. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით, ქიბარ ხალვაშზეა დამოკიდებული, როდის აღსრულდება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება “რუსთავი2”-ის საქმეზე შეჩერების ღონისძიების მოხსნის შესახებ.

კომენტარები