სიახლეები

175 Views
პოლიტიკა

ხვიჩია: ჩემი მიზნების მისაღწევად ყველასთან ვითანამშრომლებ

ჩემი მიზნების მისაღწევად ყველასთან ვითანამშრომლებ, მიშასთანაც და ბიძინასთანაც - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ, ყოველდღიურ გადაცემაში „გირჩის აზრით“ ისაუბრა.

მან საკუთარი მიზნებიც დააკონკრეტა - საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემის დაშლა, ბიუროკრატიის 80-90 %-ით შემცირება და პროპორციული საარჩევნო სისტემა 2020 წლის მერეც.

ამ მიზნების განსახორციელებლად მე ნებისმიერთან ვითანამშრომლებ, არ აქვს მნიშვნელობა - თუ დავინახავ რომ „პატრიოტთა ალიანსი“ არის ამის გამკეთებელი და მასთან თანამშრომლობაა საჭირო და მე გარანტირებულად ამ შედეგს მივიღებ, ვითანამშრომლებ. მე ხო ზუსტად ვიცი რომ არც მიშას კაცი ვარ და არც ბიძინასი

მისივე თქმით, მისი კიდევ ერთი მიზანი საკუთარი საავტორო გადაცემა „პროცესია“. ხვიჩიამ განაცხადა, რომ ერთი წლის შემდეგ გადაცემის ძირითადი სათქმელი ნათქვამი, საქართველოს ისტორია კი უკვე შეკრული უნდა იყოს.

კომენტარები