სიახლეები

239 Views
პოლიტიკა

ლომინაძე: სკოლა არის ბავშვების დიდი ციხე

არასამთავრობო ორგანიზაციის "თავისუფალი ბაზარი" დამფუძნებელი გიორგი ლომინაძე საჯარო სკოლებთან დაკავშირებით ფეისბუქპოსტს აქვეყნებს. წერს, რომ სკოლა ბავშვების ციხეა და მთავრობა მათთვის ტვინის გამორეცხვას ცდილობს. 

Girchi.com მის ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

სკოლა არის ბავშვების დიდი ციხე, სადაც ჩვენი უვიცი და გონებაჩლუნგი მთავრობა ჩვენსავე შვილებზე, როგორც საცდელ თაგვებზე, ტვინის გამორეცხვის ექსპერიმენტებს ატარებს, რათა ისინიც თავისნაირ უვიცებად და გონებაჩლუნგებად აქციოს.

არცერთი წამით არ დაიჯეროთ, რომ სკოლის მთავარი დანიშნულება თქვენი შვილებისთვის რაიმე სასარგებლო ცოდნის მიცემაა. წერა-კითხვა და ელემენტარული მათემატიკაც კი, რომლის სწავლებაც დაწყებით კლასებზეა გაჭიმული, ბევრად უფრო უკეთესად, სწრაფად, და ნაკლებად ტრავმულად სკოლის გარეთ შეიძლება ისწავლონ ბავშვებმა.

აქ შეიძლება იკითხოთ, მერედა, მაგ უვიც და გონებაჩლუნგ მთავრობას ვინ ირჩევსო. ვინც ირჩევს და ისევ თქვენ, ანუ, ის ამომრჩევლები, რომლებსაც თავის დროზე სკოლაში არაფერი ასწავლეს და გონება დაუჩლუნგეს. ყველა ამომრჩეველს თავისნაირი პოლიტიკოსები მოსწონს და მათი ხილვა სურს მთავრობაში.

კომენტარები