სიახლეები

170 Views
ციტატები

ჭიჭინაძე: როცა ადამიანს ხელში იარაღი არ გააჩნია, ის არის მშვიდობიანი მომიტინგე

აბსურდულ განცხადებებს ვისმენთ. ამბობენ დამიზნებით არ ესროდნენო, ტყვია იმიტომ არის, რომ დაუმიზნო. დაუმიზნებელი სროლა უკვე სხვა რაღაცაში გადადის. რაც შეეხება მშვიდობიანს და არა მშვიდობიანს, მე იქ შეიარაღებული ადამიანი არ მინახავს. როცა ადამიანს ხელში იარაღი არ გააჩნია, ის არის მშვიდობიანი მომიტინგე.

9 აპრილს იყო მშვიდობიანი დემონსტრაცია და ხალხს ჩეხავდნენ. ამის მიუხედავად, ადამიანები არ ნებდებოდნენ და იბრძოდნენ ღირსებისთვის, ქვეყნისთვის. კახა საბანაძემ, ჯობია ისტორიას გადახედოს და მერე აკეთოს კომენტარები. ყველა ადამიანი არ არის ძალოვანი, ადამიანი არის ღირსებით აღსავსე და ადამიანისთვის დიდი იარაღი არის ღირსება

დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, 20 ივნისის დარბევის შესახებ, ჟურნალისტებთან ისაუბრა და შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე გააკრიტიკა. 

წყარო: ipress.ge

კომენტარები