სიახლეები

639 Views
ეკონომიკა

ჯაფარიძე: იდიოტობა აირჩიეს ეკონომიკის მიზნად და მიზანმიმართულად მავნებლობენ წლებია

საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კვლავ ეგრეთ წოდებული უარყოფითი სავაჭრო ბალანსი რჩება. აღნიშნულ თემას ზურაბ ჯაფარიძე სოციალური ქსელით ეხმიანება. ჯაფარიძის თქმით, ქვეყანას არასწორი ეკონომიკური კურსი აქვს არჩეული და ეს მთავარ პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს, მაშინ როცა უმდიდრეს ქვეყნებს აქვთ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი და ეს მშპ-ზე არ აისახება ნეგატიურად.

უარყოფით სავაჭრო ბალანსთან ბრძოლას გადააყოლეს ეკონომიკა

შინაარსი არ ესმით, იდიოტობა აირჩიეს ეკონომიკის მიზნად და მიზანმიმართულად მავნებლობენ წლებია

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვთ:

ავსტრიას
მონაკოს
ისლანდიას
ესტონეთს
ახალ ზელანდიას
ლატვიას
ლიტვას
მაკაუს
ლუქსემბურგს
კვიპროსს
ავსტრალიას
ისრაელს
ხორვატიას
პორტუგალიას
ჰონ კონგს
კანადას
ესპანეთს
საფრანგეთს
გაერთიანებულ სამეფოს
აშშ-ს

აქედან ერთ სულ მოსახლეზე ეკონომიკით მსოფლიოში:

ლუქსემბურგი - 1
მაკაუ - 2
ისლანდია - 5
აშშ - 8
ავსტრალია - 10
ავსტრია - 13
ჰონ კონგი - 15
კანადა - 18
საფრანგეთი - 19
გაერთიანებული სამეფო - 20
ისრაელი - 21
ახალი ზელანდია - 22

რავი, არსებობენ რაღაცნაირად

 წერს საკუთარი ფეისბუქის გვერდზე ზურაბ ჯაფარიძე.

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ნიშნავს, რომ იმპორტირებული საქონელი უფრო მეტი შემოდის ქვეყანაში, ვიდრე ქვეყნიდან პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება.

კომენტარები