სიახლეები

326 Views
ციტატები

ჯაფარიძე: გახარია პოლიციის კი არა, საბჭოთა მილიციის უფროსია

ჩვენ ისევ საბჭოთა მილიცია გვყავს, ფასადები შევცვალეთ, მაგრამ არსი არ შეცვლილა

პალიტრა ტვ-ის ეთერში, "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, შს მინისტრ, გიორგი გახარიას ინგა გრიგოლიასთან ინტერვიუსა და 20 ივნისის მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ დღეს, საქართველოში, პოლიციისთვის უმთავრესი ღირებულება ადამიანი კი არა, სახელმწიფო ინსტიტუტებია და სწორედ ამას გამოხატავს შინაგან საქმეთა მინისტრი.

ერთადერთი ნარატივი, რომლითაც შეიძლება ეს ყველაფერი გაამართლონ, არის ის, რომ ბავშვებს თვალები იმიტომ დათხარეს, თითქოს რაღაც უფრო მნიშვნელოვან ღირებულებას იცავდნენ და ეს მნიშვნელოვანი ღირებულება არის რაღაცა სახელმწიფო უსაფრთხოება და სახელმწიფო გადატრიალებისგან ქვეყნის დაცვა...

რასაც გახარია ლაპარაკობდა, კარგად აჩვენებს ქართული პოლიციის სახეს, რომ სინამდვილეში არანაირი რეფორმა ქართულ პოლიციაში, საერთოდ, არ მომხდარა არასდროს, დამოუკიდებლობის შემდეგ და ჩვენ ისევ საბჭოთა მილიცია გვყავს. ფასადები შევცვალეთ, მაგრამ არსი არ შეცვლილა, პოლიციის მანქანას რომ აწერია "ვემსახურები საქართველოს", სინამდვილეში მართლა მაგას უნერგავენ პოლიციელს - ეფემერულ რაღაცებს იცავენ, სახელმწიფოს იცავენ, ინსტიტუტებს იცავენ, მაშინ როცა კარებზე "საქართველო" კი არა, "ადამიანი" უნდა ეწეროს.

პოლიციელის დანიშნულება არის ადამიანის დაცვა, მანამ სანამ მაგას არ ვასწავლით პოლიციელს, მანამდე ეს პოლიცია არ იქნება, იქნება საბჭოთა მილიცია და სინამდვილეში გახარიაც პოლიციის კი არა, მილიციის უფროსია, რადგან მაგას ლაპარაკობდა დღეს ინგასთან ეთერში, რომ რაღაცა სახელმწიფო ინსტიტუტები გადაარჩინა, ვითომ ეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იმ 18 წლის ბავშვის თვალები.

კომენტარები